planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 (edited) http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/sazgvari-300x225.jpg„გალის რაიონში ადგილობრივებს ქუჩებში გადაადგილება ისევ უჭირთ, განსაკუთრებით კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას ექმნებათ პრობლემები. გალელების თქმით, რუსი ოკუპანტები ყველგან დგანან, უფრო მეტიც, ე.წ. საზღვარს მალე რუსი ომონი გაააკონტროლებს“ – წერს „რეზონანსი“.„რეზონანსის“ ცნობით, ადგილობრივ უსაბუთოებზე რუსებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული – იჭერენ ყველა უსაბუთოს და თითოეულს 1000-1200 რუბლით (60-70 ლარი) აჯარიმებენ.„განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თუ ადრე უსაბუთოები გალის მილიციაში მიჰყავდათ, ახლა ადგილზე წერენ ჯარიმას, დაჯარიმებულმა თანხა 2-3 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. მიუხედავად იმისა, რომ თანხის გადახდა გალში ბანკში ხდება და რაიონი სოფლებისგან შორსაა, ავტობუსი კი კვირაში მხოლოდ 3-ჯერ დადის, მოსახლეობა ყველანაირად ცდილობს, რომ ჯარიმა დათქმულ ვადაში გადაიხადოს, რათა არ გაორმაგდეს“ – ამბობენ ადგილობრივები.„თავდაპირველად დაგვპირდნენ, რომ გამშვები პუნქტები 2011 წლის ოქტომბრიდან გაიხსნებოდა, მერე გვითხრეს, რომ საახალწლოდ, მაგრამ დღემდე არცერთი მათგანი გახსნილი არ არის. ის გადასასვლელი ხიდები, რაც ჩვენ, მოსახლეობამ გავაკეთეთ, რუსმა ოკუპანტებმა დაგვინგრიეს. გალში იმასაც ამბობენ, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გახსნა იმიტომ ჭიანურდება, რომ ამის გაკეთება რუსებს არ სურთო. აფხაზებს რუსების ისევე ეშინიათ, როგორც ჩვენ. ქართველებთან დიდგულობენ, მაგრამ როდესაც რუსი მოდის, ისევე ჩუმდებიან, როგორც ქართველები“ – ამბობს გალის მკვიდრი.„როცა ვეკთხებით აფხაზებს, რატომ არ იხსენება დაპირებული პუნქტები, გვეუბნებიან, ამას დრო ჭირდებაო, არადა, ამის მიზეზი რუსები არიან. მეტსაც გეტყვით, ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მალე ე.წ. საზღვარზე სულ რუსი ომონი ჩადგება, რათა ეს ტერიტორია უკეთ იყოს დაცული. თუ ეს ასე მოხდა, ჩათვალეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა კიდევ უფრო გაგვიჭირდება“ – განაცხადა „რეზონანსთან“ კიდევ ერთმა რესპოდენტმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვითopinion.ge View the full article Edited June 15, 2012 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 იჭერენ ყველა უსაბუთოს უსაბუთო რას ნიშნავს, პასპორტი ხო აქვთ მაგ ხალხს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.