Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: რას ემყარება ოცნება უკეთეს დემოკრატიაზე


Recommended Posts

ვთქვათ, მი­შა დიქ­ტა­ტო­რია.

ეს რომ დავ­წე­რე, გა­ვი­ფიქ­რე: ახ­ლა სიტ­ყვას „ვთქვათ” მო­აჭ­რი­ან და სი­ხა­რუ­ლით და­ატ­რი­ა­ლე­ბენ ინ­ტერ­ნეტ­ფო­რუ­მებ­ზე: გია ნო­დი­ა­მაც იგ­რძნო, ქა­რი სა­ით უბე­რავს და „ჩვენ­კენ” გად­მო­დი­სო. მაგ­რამ რა ვქნა, არც ისე პა­ტი­ო­სა­ნი ან არც ისე ჭკვი­ა­ნი ხალ­ხის ში­შით ხომ არ გავ­ჩუმ­დე­ბი.

რის­თვის ვა­კე­თებ ასეთ დაშ­ვე­ბას? ბევრ მათ­განს, ვინც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს დიქ­ტა­ტო­რად თვლის, ჰგო­ნია, რომ თუ არ­ჩევ­ნებ­ში ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა გა­ი­მარ­ჯვებს, სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა. ამ სტა­ტი­ას სწო­რედ ამ ხალ­ხის­თვის ვწერ, თო­რემ გა­ნა არ მეს­მის, რომ „დიქ­ტა­ტუ­რა­ზე” მოყ­ვი­რალ­თა­გან ძა­ლი­ან ბევრს სი­ნამ­დვი­ლე­ში სწო­რედ რომ დიქ­ტა­ტუ­რა უნ­და, ოღონდ თა­ვი­სი­ა­ნე­ბის.

რას ემ­ყა­რე­ბა ეს იმე­დი? მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის პრე­ტენ­ზი­ის მქო­ნე ექ­სპერ­ტებს ძა­ლი­ან არ უყ­ვართ ამ სა­კით­ხის დას­მა, იმი­ტომ რომ ცეც­ხლი­ვით ეში­ნი­ათ, ფა­რუ­ლი „მი­შის­ტო­ბა” არ დაგ­ვაბ­რა­ლო­ნო. მაგ­რამ სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ამომ­რჩე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ ამ კით­ხვას სვამს: კი ბა­ტო­ნო, მთავ­რო­ბას ბევ­რი რა­ღა­ცა ეშ­ლე­ბა, მაგ­რამ სა­ი­დან ვი­ცით, რომ „ესე­ნი” უკე­თე­სე­ბი იქ­ნე­ბი­ან?

ლო­გი­კის და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დე­ფი­ცი­ტი

ჯერ ლო­გი­კურ შე­უ­სა­ბა­მო­ბა­ზე მი­ვუ­თი­თებ, რო­მელ­საც რა­ტომ­ღაც ვე­რა­ვინ ამ­ჩნევს. თუ არ­ჩევ­ნებ­ში ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა გა­ი­მარ­ჯვებს (აქაც და­ვა­ზუს­ტებ არც ისე ჭკვი­ა­ნი და პა­ტი­ო­სა­ნი ხალ­ხის­თვის: „თუ”-მეთ­ქი, იმას კი არ ვამ­ბობ, რომ ვე­ლი ასეთ გა­მარ­ჯვე­ბას), ეს იმის სა­ბუ­თი იქ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო დიქ­ტა­ტუ­რა არ ყო­ფი­ლა (ნამ­დვი­ლი დიქ­ტა­ტუ­რე­ბის ბო­ლო არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში ვნა­ხეთ). შე­სა­ბა­მი­სად, ხალხს, ვინც ამ ორ რა­მეს ამ­ბობს: (1) სა­ქარ­თვე­ლო დიქ­ტა­ტუ­რაა, და (2) ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვებს, სიტ­ყვა „დიქ­ტა­ტუ­რის” მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ეს­მის.

მაგ­რამ ჩავ­თვა­ლოთ, რომ ჩვე­უ­ლებ­რივ ქარ­თულ ჰი­პერ­ბო­ლას­თან გვაქვს საქ­მე: „დიქ­ტა­ტუ­რა­ში” იგუ­ლის­ხმე­ბა არა მარ­თლა დიქ­ტა­ტუ­რა, არა­მედ მე­ტად არას­რულ­ყო­ფი­ლი დე­მოკ­რა­ტია (ამა­ში მეც და­ვე­თან­ხმე­ბი). ჰო­და, რა­ტომ სწამთ, რომ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა მას სრულ­ყო­ფილ დე­მოკ­რა­ტი­ად აქ­ცევს?

ასე მო­ფიქ­რალ­თა შო­რის ბევ­რია ისე­თი, ვინც თა­ვის დრო­ზე არა­ნაკ­ლე­ბი ენ­თუ­ზი­აზ­მით შე­უ­ერ­თდა „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას”. მის ყვე­ლა ჭკუ­ათ­მყო­ფელ მომ­ხრეს ეს­მო­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მი­სი გუნ­დი მოჰ­ყავ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ წარ­მო­მად­გენ­ლებს ხში­რად ეკით­ხე­ბი­ან: რომ იძა­ხით სა­ა­კაშ­ვილ­ზე, მი­სი გუნ­დი კრი­მი­ნალ­თა ბან­და­აო, თქვე­ნი მოყ­ვა­ნი­ლი არ არი­სო? ამა­ზე იშ­მუშ­ნე­ბი­ან: არა, მა­ინც სწო­რი ვი­ყა­ვით, შე­ვარ­დნა­ძის დროს სტაგ­ნა­ცია იყოო (ანუ კრი­მი­ნალ­თა ბან­დის თა­რე­ში ჯო­ბია „სტაგ­ნა­ცი­ას”).

აქ პრობ­ლე­მა ის კი არაა, რომ პო­ლი­ტი­კო­სებს არ უყ­ვართ შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბა. მთა­ვა­რია, რომ მათ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გან­ცდა აქვთ ატ­რო­ფი­რე­ბუ­ლი. ეს ეხ­მა­რე­ბათ, დღე­საც გვერ­დით და­უდ­გნენ პო­ლი­ტი­კოსს, ვინც ასა­ვალ-და­სა­ვა­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით აზ­როვ­ნებს და ღი­ად გვე­მუქ­რე­ბა ისე­თი გა­რე­მოს შექ­მნით, სა­დაც სა­ჯა­როდ ვე­ღა­რა­ვინ „იტ­ყვის ტყუ­ილს” და ვერ „იდე­მა­გო­გებს” – ანუ შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მი­სი პერ­სო­ნის კრი­ტი­კა. მე­რე, იმ წარ­მო­სახ­ვით ვი­თა­რე­ბა­ში, რო­ცა ივა­ნიშ­ვილს მარ­თლა მი­ე­ცე­მა თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და რეს­პუბ­ლი­კე­ლებს მოჰ­კით­ხა­ვენ, ამის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას რა­ტომ შე­უწ­ყვეთ ხე­ლი, იტ­ყვი­ან, რა ვქნათ, რა ჩვე­ნი ბრა­ლია, ჩვენ ხომ კარ­გი გვინ­დო­დაო.

უკ­რა­ი­ნუ­ლი დი­ლე­მა

ერ­თი არ­გუ­მენ­ტი, რაც მეს­მის, შემ­დე­გია: ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა კარ­გია დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის თვით იმ გა­რე­მო­ე­ბის გა­მო, რომ ის არ­ჩევ­ნე­ბით მო­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და არა რე­ვო­ლუ­ცი­ით. ეს ჩემ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი მო­საზ­რე­ბაა და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის­გან გა­მიჯ­ვნის­თვის სულ ვა­ქებ ბ-ნ ბი­ძი­ნას (ვინ გი­ფა­სებს, მაგ­რამ არა­უ­შავს). გა­მოც­დი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად გვიჩ­ვე­ნებს, რომ მე­ტი შან­სია, არ­ჩევ­ნე­ბით მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე­რე დე­მოკ­რა­ტი­ის წე­სებს და­ე­მორ­ჩი­ლოს.

თუმ­ცა, ამის გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს. სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი ჩვე­ნი ყო­ფი­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტნი­ო­რი, უკ­რა­ი­ნაა. რო­ცა „ნა­რინ­ჯის­ფერ­მა” ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იქ არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გო, ყვე­ლა სა­ა­კაშ­ვილს უყი­ჟი­ნებ­და: აი, შე­ხე­დე ნამ­დვილ დე­მოკ­რა­ტებს, არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გე­სო, უკ­რა­ი­ნა დე­მოკ­რა­ტი­აა, სა­ქარ­თვე­ლო კი – დიქ­ტა­ტუ­რაო. მაგ­რამ იმ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ია­ნუ­კო­ვიჩ­მა გა­დად­გა ნა­ბი­ჯე­ბი, რის შე­დე­გა­დაც უკ­რა­ი­ნამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა რე­ი­ტინ­გში და­ი­წია და დღეს აღარ თვლი­ან ჩვენ­ზე დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნად.

რი­სი თქმა მინ­და – ესე იგი, ოპო­ზი­ცი­ას არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ­ჩევ­ნე­ბი არ უნ­და მო­ვა­გე­ბი­ნოთ? არა, ბა­ტო­ნო. მაგ­რამ ჩვენ­ნა­ირ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც დე­მოკ­რა­ტი­ის წე­სე­ბი დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი არაა, ძა­ლი­ან ყუ­რად­ღე­ბით უნ­და შევ­ხე­დოთ, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია ოპო­ზი­ცია და რის გა­კე­თე­ბას აპი­რებს გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ. თუ მი­სი ლი­დე­რი ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე აც­ხა­დებს, აუ­ცი­ლებ­ლად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით უნ­და მო­ვი­დე და მე­რე კონ­სტი­ტუ­ცია ჩემს ჭკუ­ა­ზე გა­დავ­კე­როო, რომ ჩემ გარ­და არა­ვი­ნაა ნამ­დვი­ლი ოპო­ზი­ცია, რომ ჩე­მი მაკ­რი­ტი­კე­ბე­ლი ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი გა­ყი­დუ­ლია და ა.შ., ზედ­მე­ტი ილუ­ზი­ე­ბი არ უნ­და გვქონ­დეს.

კო­ა­ლი­ცი­უ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის მი­რა­ჟი

ოპო­ზი­ცი­უ­რი დე­მოკ­რა­ტე­ბის სე­ფე-არ­გუ­მენ­ტია, რომ მა­თი წარ­მო­სა­ხუ­ლი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კო­ა­ლი­ცი­უ­რი იქ­ნე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ მო­ი­ტანს დე­მოკ­რა­ტი­ას. იმა­ვე რეს­პუბ­ლი­კე­ლებს დღე­საც ვერ მო­უ­ნე­ლე­ბი­ათ, რომ „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის” შემ­დეგ ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ მათ­თან ფორ­მა­ლუ­რი კო­ა­ლი­ცია არ გა­ა­ფორ­მა და ერ­თი­ა­ნი სი­ით პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლა შეს­თა­ვა­ზა – სწო­რედ ეს ჩა­უთ­ვა­ლეს ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის პირ­ველ ნიშ­ნად.

(აქ­ვე გან­ვმარ­ტავ: რეს­პუბ­ლი­კე­ლებს ასე ხში­რად იმი­ტომ ვახ­სე­ნებ, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი სწრაფ­ვე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რა­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად ისი­ნი ზრუ­ნა­ვენ).

ზო­გა­დად, არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც მთავ­რო­ბე­ბი რო­გორც წე­სი კო­ა­ლი­ცი­უ­რია, და სხვა ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც მთავ­რო­ბე­ბი რო­გორც წე­სი ერ­თპარ­ტი­უ­ლია. რო­მე­ლი ჯო­ბია – ამა­ზე თე­ო­რე­ტი­კო­სე­ბი კა­მა­თო­ბენ, თუმ­ცა თან­ხმდე­ბი­ან, რომ ორი­ვე სავ­სე­ბით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია.

მაგ­რამ ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ამა­ზე ლა­პა­რა­კი დრო­ის ფლან­გვაა, რად­გან ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ფსევ­დო­კო­ა­ლი­ცი­აა. კო­ა­ლი­ცია ნიშ­ნავს გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, სა­დაც წევ­რე­ბი თა­ვი­სი ძა­ლე­ბით, რე­სურ­სე­ბით შე­მო­დი­ან და ამის შე­სა­ბა­მი­სად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში. პო­ლი­ტი­კა­ში მთა­ვა­რი რე­სურ­სია ამომ­რჩე­ველ­თა მხარ­და­ჭე­რა. ამი­ტომ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნებ­ში კო­ა­ლი­ცი­ე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ დგე­ბა: ერთ პარ­ტი­ას შე­მო­აქვს, ვთქვათ, 25 პრო­ცენ­ტი, მე­ო­რეს – 15, მე­სა­მეს 5 და ასე შემ­დეგ, სა­ნამ 50-ს გა­და­ა­ჭარ­ბე­ბენ.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კო­ა­ლი­ცი­ე­ბი ახა­სი­ა­თებს მხო­ლოდ გარ­და­მა­ვალ, ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბელ დე­მოკ­რა­ტი­ებს, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის სის­ტე­მე­ბი ჯერ ნედ­ლია. მაგ­რამ აქაც კო­ა­ლი­ცი­ე­ბი ადა­მი­ა­ნუ­რი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად იქ­მნე­ბა.

რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის ლი­დერ­მა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ცო­ტა ხნის წინ სი­ა­მა­ყით გა­ნაც­ხა­და, ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბებს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იღებ­სო. ეს იმათ მო­სა­გე­რი­ებ­ლად დას­ჭირ­და, ვინც მის პარ­ტი­ას აბ­რა­ლებ­და, ივა­ნიშ­ვილს თა­ვის აზრს ახ­ვე­ვე­ნო. მაგ­რამ ამით ისიც აღი­ა­რა, რომ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა არა­ვი­თა­რი კო­ა­ლი­ცია არ არის. აქ აქ­ცი­ე­ბის სა­კონ­ტრო­ლო პა­კეტს ერ­თი კა­ცი ფლობს, ამი­ტომ, სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნად, გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბებ­საც ის იღებს. ალ­ბათ, სხვა­საც უს­მენს, რჩე­ვებს ით­ვა­ლის­წი­ნებს: არ ვი­ცი, შიგ­ნით რა და რო­გორ ხდე­ბა, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ მე­ნეჯ­მენ­ტის ტექ­ნი­კაა. „ოც­ნე­ბა” ფირ­მაა, რომ­ლის უფ­რო­სი თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით ქი­რა­ობს თა­ნამ­შრომ­ლებს: ვთქვათ, იყ­ვანს ზვი­ად ძი­ძი­გურს და იწუ­ნებს კა­ხა კუ­კა­ვას, ან პი­რი­ქით. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?

აქე­დან არ გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ცუ­დი კა­ცია ან ცუ­დი მე­ნე­ჯე­რი. უბ­რა­ლოდ, ობი­ექ­ტუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრინ­ცი­პუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ში­ნა­გა­ნად უფ­რო პლუ­რა­ლის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა იყოს, ვიდ­რე ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა. მი­სი კო­ა­ლი­ცი­უ­რო­ბა იუ­რი­დი­უ­ლი ფიქ­ცი­აა. თუ ვინ­მეს უნ­და, დაგ­ვარ­წმუ­ნოს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში ის უფ­რო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მო­იქ­ცე­ვა, „კო­ა­ლი­ცი­უ­რო­ბის” არ­გუ­მენ­ტი არ უნ­და მო­იყ­ვა­ნოს.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...