planetanews Posted June 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/bidzina13-300x199.jpgკოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის 22 მილიონი ლარით დაჯარიმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეთილების სააპელაციო წესით საჩივარზე გადაწყვთილებას სააპელაციო სასამართლო დადგენილებას დღეს გამოაცხადებს.მოსამართლეებმა მერაბ ლომიძემ, ლეილა მამულაშვილმა და ირაკლი შენგელიამ 14 ივნისის სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების, სანდრო ბარამიძისა და შალვა თადუმაძის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს.ადვოკატებმა 14 ივნისის სააპელაციო სხდომაზეც მოითხოვეს საქმის შეჩერება და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაცემა. ასევე – მოწმეების სახით კონტროლის პალატის თანამშრომლების დაკითხვა, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაში მიიღეს მონაწილეობა.პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დადგენილებას ამ საჩივარზე დღეს გამოაცხადებენ.საქმე ეხება კონტროლის პალატის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი კომპანიების “ბურჯისა” და “ელიტა ბურჯის” სახელზე დაარეგისტრირა 239 ერთეული ავტომანქანა, რომელიც შეღავათიან ფასებში უწევდა მომსახურებას “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”.კონტროლის პალატის მტკიცებით, ამ ქმედებისას ბიძინა ივანიშვილმა 2 242 994 ლარის შემოწირულობა განახორციელა საარჩევნო ინტერესებიდან გამოდინარე, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშილი ამ თანხის ათმაგი ოდენობით, ანუ 22 429 941 ლარით დაჯარიმდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.