planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 ##image#9416#1#მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ რუსი ოპოზიციური ძალების მიერ დედაქალაქის ცენტრში 6 მაისს გამართულ „მილიონიან მარშზე“ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით კიდევ სამ ადამიანს შეუფარდა პატიმრობა. საპროტესტო აქციაში მონაწილეებს, ოლეგ არხიპენკოვს, რიხარდ სობოლევს და ვლადიმირ აკიმენკოვს თავისუფლების აღკვეთა 10 აგვისტომდე მიესაჯათ.დაკავებულებს ბრალად ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი ძალადობა და არეულობისკენ მოწოდება ედებათ.BBC – ის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სულ 13 ადამიანია დაკავებული, მათგან რვას უკვე შეეფერდა პატიმრობა. გამოცემის ცნობით, 18 წლის აქტივისტს, ალექსანდრა დუხანინას შინაპატიმრობა აქვს მისჯილი.ბალოტნაიას მოედანზე 6 მაისის მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით 11 ივნისს რუსმა სამართალდამცავებმა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის სახლი გაჩხრიკეს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts