planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/ocndebaaaa8-300x279.jpgპოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება” სამართალდამცავებს გია ხუხაშვილის სახლში მოსასმენი მოწყობილობის აღმოჩენის ფაქტის გამოძიებას სთხოვს. მაია ფანჯიკიძემ გია ხუხაშვილთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოუწოდებს სამართალდამცავებს, მოახდინონ ფაქტზე სათანადო რეაგირება და საზოგადოებას მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა რეალურად ექსპერტის სახლში.“მივმართავთ, რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს მათი გამოძიების შედეგები. ჩვენ ამ ფაქტის აუდიო და ვიდეო მასალას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადავცემთ და მათ მომხდარზე რეაგირებას ვთხოვთ”, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.ხუხაშვილის განმარტებით კი, ადგილი აქვს სისხლის სამართლის ორ დანაშაულს.“მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისას ჯერ უკანონოდ შეაღწიეს ჩემი მეზობლის კერძო საკუთრებაში. დააზიანეს მისი ბინის იატაკი, რათა მოსასმენ აპარატურას ჩემს სახლში ჩამოეღწია, რაც ყველაზე დიდი სკანდალია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გვისმენენ, თუმცა ამგვარი რამ არასოდეს მომხდარა. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ამგვარ ფაქტს თავის დროზე პრეზიდენტი გადაყვა.კორპუსი, სადაც მე ვცხოვრობ, ძალიან საინტერესოა. ის ნახევრად არის შესახლებული. გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს ირაკლი ალასანია. ამავე კორპუსშია გიორგი ბარამიძის და დავით კეზერაშვილის ბინები. შესაძლოა, ისინი ერთმანეთსაც უსმენდნენ. ამიტომ მე დღესვე მივმართე ირაკლი ალასანიას, რომლის ბინის თავზეც ასევე გაურემონტებელი ბინა მდებარეობს, გადაამოწმოს მსგავსი აპარატურის არსებობა”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts