planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/chaxvadze3-300x225.jpgედპ ხელისუფლებას მიმართავს, “საქართველოს ზღვისპირა კურორტების პლიაჟებისთვის ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატის “ცისფერი დროშის” მინიჭებისთვის მუშაობა დაიწყოს. პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა, რომ “ცისფერი დროშის” ნომინაციას საერთაშორისო ორგანიზაცია ეკოლოგიური განათლების ფონდი (FEE) აწარმოებს, რომელიც 32 კრიტერიუმს ადგენს, რაც წყლის ხარისხს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, შესაბამის ინფრასტრუქტურასა და დამსვენებლის უსაფრთხოებას მოიცავს”. “ცისფერი დროშის” პროგრამაში მსოფლიოს 46 ქვეყანაა გაერთიანებული. სერთიფიკატი მსოფლიოში 3848 პლიაჟს აქვს მინიჭებული. საქართველოში “ცისფერი დროშის” სერთიფიკატის დამკვიდრება ტურისტების რაოდენობის გაზრდას, ჩვენი კურორტების კონკურენტუნარიანობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, როგორც წესი, დამსვენებლები და ტურისტული სააგენტოები არჩევანის გაკეთებისას ყოველთვის ინტერესდებიან, აქვს თუ არა “ცისფერი დროშის” სერთიფიკატი აღნიშნულ პლიაჟს, შესაბამისად, საქართველოში მოტივაცია და ტურისტების რაოდენობა გაიზრდება. თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, ბულგარეთი, რუმინეთი უკვე ჩართული არიან “ცისფერი დროშის” პროგრამაში. ამიტომ იგივე მდგომარეობა ჩვენთან ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ასევე ეკოლოგიურად გაუმჯობესდება ჩვენი სანაპიროებისა და წყლის ხარისხის მდგომარეობა, რაც უსაფრთხოს გახდის დასვენებას, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი დამსვენებლისათვის”, – განაცახადა ჩახვაძემ.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts