planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/saakashvili92-300x189.jpgროგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში სამედიცინო კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იგი „უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს საქართველოში საქმიანობისთვის სპეციალურ პროგრამებს სთავაზობს.““ამ შეკრების ორგანიზება და საერთოდ, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების მობილიზება ჩემი მეუღლის ინიციატივა იყო. ქართველებს სისხლში გვაქვს მედიცინის სიყვარული და ეს საქმე ძალიან კარგად გამოგვდის. საბჭოთა კავშირის პერიოდში, ყველაზე კარგი ქართველი ექიმები რუსეთსა და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში იყვნენ. შემდეგ ბევრი მათგანი უცხოეთში წავიდა. ბევრი უკვე წამყვან პოზოციებში გადის უცხოეთში და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, თქვენი აქ ხილვა. ახლა როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას თქვენი დახმარება სჭირდება. ქართველები ეკონომიკის, მეურნეობის, კულტურის და სხვა სფეროებშიც ბრუნდებიან. საემიგრაციო ციფრებს თუ შევხედავთ, საქართველოში ბოლო რვა წლის განმავლობაში, გამონაკლისია 2008 წელი, როცა ეთნიკური წმენდის მორიგი ტალღა მოხდა, საქართველოს მუდმივად პოზიტიური საემიგრაციო ბალანსი აქვს. ეს იმ პირობებში, როდესაც ევროპაში მიმოსვლა გამარტივებულია და მომავალ წელს საერთოდ უვიზო მიმოსვლა იქნება. ასევე ვმუშაობთ იმავე საკითხზე ამერიკელებთან. ამ სიტუაციაში, როდესაც ხალხი ბრუნდება და უკან აღარ მიდის, ჩვენ იმ ცოდნის გამდიდრება გვჭირდება, რომელიც თქვენ გაქვთ. ამ ახალ საავადმყოფოებს, სასწავლო ცენტრებს, ჩვენს სამედიცინო უნივეერსიტეტს, როგორც არასდროს სჭირდება თქვენი გამოცდილება და ახალი ხედვა. მინდა, შემოგთავაზოთ გავაკეთოთ პროგრამები, რომ თვეში ერთხელ ჩამოხვიდეთ, თუნდაც ნახევრად დასასვენებლად, ნახევრად საქმის საკეთებლად. ეს ერთი გზაა, მეორე გზა კი დისტანციური მედიცინაა, რის საშუალებასაც დღევანდელი სიტუაცია იძლევა, რადგან ყველგან დგას საჭირო სერვერები და აპარატურა. ასევე გვინდა, ერთობლივმა კონფერენციებმა ხშირი ხასიათი მიიღოს და ჩვენი სამედიცინო პერსონალი უცხოურ კლინიკებში გაიწვრთნას. ჩვენ თქვენი დახმარება და პატრიოტული სულისკვეთება გვჭირდება, რომ ეს დარგი ფეხზე დავაყენოთ. ცალ ფეხზე უკვე ვდგავართ, ახლა მეორე ფეხზე უნდა დავდგეთ”, – განაცხადა სააკაშვილმა.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts