planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/mindia-guluaaa-248x300.jpgსაერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის“ მრჩევლის, მინდია გულუას განცხადებით მას, “არ უნდა დაიჯეროს, რომ “ქართული ოცნების” წევრებმა მის ოჯახს ბიძინა ივანიშვილის დავალებით არ მიუსამძიმრეს”.“ჯერჯერობით, ვერ დავუკავშირდი და მადლობა ვერ გადავუხადე პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარეს კახა კუკავას, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერ ნინო ბურჯანაძეს კი ჩვენი ტრაგედიის გაზიარებისთვის ვახტანგ ყოლბაიას სახელით მადლობა შევუთვალე. რაც შეეხება იმათ, ვინც არ მოგვისამძიმრეს, მათ შორისაა კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ზვიად ძიძიგური, რომელიც არც მისულა და არც ჩემთვის დაურეკია, ასევე ძალიან გამიკვირდა ის ფაქტიც, რომ ქართველი მწერლის ლევან სანიკიძის შვილმა გუბაზ სანიკიძემ, რომელსაც კარგად ვიცნობ, ჩემს ოჯახს არ მიუსამძიმრა, მათ რიცხვშია კობა დავითაშვილი და სხვები. რაღაცეები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ არ მინდა, დავიჯერო, რომ ამ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, არ მიუსამძიმროთო”, – განაცხადა გულუამ.აგრეთვე დღევანდელ skype-კონფერენციისას, ჟურნალისტის კითხვის – “რამდენად მოსალოდნელია, ლეიბორისტული პარტიისა და „განახლებული საქართველოსთვის“ გაერთიანება საპასუხოდ განაცხადა:“გასულ კვირას, როცა “ლეიბორისტული პარტიის” დაშლაზე ინფორმაცია გავრცელდა, შალვა ნათელაშვილს მოვუწოდე, პარტია არ დაეშლა და პოლიტიკიდან არ წასულიყო. ჩვენს გაერთიანებაზე საუბარი ზედმეტია. ნათელაშვილი თავისი გზით წავა, ჩვენ – ჩვენი გზით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პარტიების ხედვები ბევრ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა, მომავალ პარლამენტში ერთმანეთთან აუცილებლად ვითანამშრომლებთ”,- განაცხადა გულუამ.ასევე მინდია გულუამ აღნიშნა, რომ პარტიაში სოდ-ის და კუდ-ის რამდენიმე თანამშრომელია გაწვრიანებული.“ჩემს პარტიაში სოდ-დან და კუდ-იდან შემოგზავნილი რამდენიმე წევრია, მე მათი ვინაობა ვიცი, მაგრამ პარტიიდან შეგნებულად არ ვუშვებთ, რადგან ვიცით, რომ თუ გავრიცხავთ, ახლებს შემოგვიგზავნიან”, – განაცხადა გულუამ.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts