planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/ganatleba21-300x250.jpg“ახალგაზრდა ადვოკატებმა” განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამომრჩეველთა მოსყიდვაში და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულეს.“სტუდენტების პარტიულ აქტიურობებში გამოყენების ვარაუდი 2012 წლის 7 ივნისს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის პროგრამაში რეგისტრირებულ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ გამოითქვა, რა დროსაც მინისტრმა პროგრამაში ახლად დარეგისტრირებულებს პროექტის მნიშვნელობა და სახელშეკრულებო პირობები გააცნო. მინისტრმა სტუდენტებთან საუბარში ირიბად მიანიშნა, რომ პროგრამის მონაწილეები სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ სხვადასხვა აქტიურ ღონისძიებებში მიიღებდნენ მონაწილეობას, რასაც შემდგომში მოჰყვა კიდეც მმართველი პარტიის თბილისის რაიონული კოორდინატორების გააქტიურება და არსებული ინფორმაციით, კოორდინატორებმა მიიღეს დავალება, პირველ ეტაპზე, აღწერონ სოციალურად დაუცველი სტუდენტთა რაოდენობა. ახალგაზრდა ადვოკატები” ვაყენებთ ორ მოთხოვნას – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო გახადოს სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში მონაწილეებთან დადებული ხელშეკრულების შინაარსი და განმარტებები გააკეთოს თბილისში, საჯარო სკოლებისთვის დარიცხული 10000 ლარის ოდენობის თანხმებთან დაკავშირებით, კერძოდ, რას ნიშნავს მოტივაცია, რომელიც ხელფასის დანამატში გამოიხატება და მეორე – საქართველოს კონტროლის პალატამ შეაფასოს განათლების სისტემაში არსებული აღნიშნული ორი ფაქტი”, – აცხადებენ “ახალგაზრდა ადვოკატები”.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts