Jump to content
Planeta.Ge

საქინფორმი- „გურჯაანსა და დედოფლისწყაროში სააკაშვილის ვიზიტი მხოლოდ პიარკამპანია იყო“


Recommended Posts

http://saqinform.ge/images/stories/analitics/1piari-samarTali-3.jpgთბილისი, 14 ივნისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი ატყობინებს, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში სააკაშვილის ვიზიტი მხოლოდ პიარკამპანია იყო.<span style="font-size: 10pt;" />ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 ივნისს გურჯაანში და დედოფლისწყაროში პრეზიდენტის პიარკამპანიასთან დაკავშირებით გურჯაანისა და დედოფლისწყაროს ორგანიზაციებმა გამართეს ერთობლივი ბრიფინგი. გურჯაანში იუსტიციის სახლის გახსნაზე სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებს ჰქონდათ დავალება, რომ მიეყვანათ  ათ-ათი ადამიანი. „რა თქმა უნდა,თავისთავად, ახალი სამშენებლო ნაგებობა რაიონის იერსახეს გაალამაზებს, მაგრამ მთავარი საკითხი, რაც ამჟამად გურჯაანის მოსახლეობას აწუხებს, ეს არის სტიქიით მიყენებული ზარალი.სოციალურად ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის ზარალის ანაზღაურებაზე საერთოდ არ ზრუნავს არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება“ – აღნიშნავს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ქოროღლიშვილი.

 

საქინფორმი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...