planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61048.jpg საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმდინარე წლის 25 მაისს ფიფას პრეზიდენტს, იოზეფ ბლატერს ოფიციალური წერილით მიმართა. წერილი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების არაკანონიერ სურვილს - ფეხბურთში ოფიციალური საერთაშორისო მატჩების ორგანიზებას შეეხებოდა.სფფ-მ მკაფიოდ გამოხატა ქართული მხარის პოზიცია; ქართული მხარე მთლიანად გამორიცავს საქართველოს რეგიონის - აფხაზეთის ფიფას იურისდიქციაში შესვლას და ამ რეგიონის ნაკრების მიერ ფიფას ეგიდით საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობას.აღნიშნულ წერილს მოჰყვა ფიფას უმაღლესი პირების რეაქცია. დღეს სფფ-მ მიიღო ფიფას გენერალური მდივნის ჟერომ ვალკეს ოფიციალური წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფიფას ამ დროისათვის "აფხაზეთის რესპუბლიკისგან" არანაირი სახის ოფიციალური განაცხადი საერთაშორისო მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით არ მიუღია.ამასთანავე, წერილში აღნიშნულია, რომ კოსოვოს შემთხვევა, რომლითაც აფხაზური მხარე ხშირად აპელირებს, არის რადიკალურად სხვა სახის გარემოება, რომელიც აფხაზეთის საქმის ანალოგიას არ წარმოადგენს და ფიფას მიერ იდენტური გადაწყვეტილების მისაღებ მაგალითად არ გამოდგება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts