planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61050.jpg საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ორდღიანი სამედიცინო კონფერენცია `მედეა 2012` გახსნა. პრეზიდენტმა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, უკვე განხორციელებულ და სამოავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ინგლისური ენის ცოდნის აუცილებლობას, საავადმყოფოების მშენებლობას და მათ აღჭურვას თანამედროვე ტექნოლოგიებით.კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ათეულობით საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმი ჩამოვიდა. ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი, პარლამენტის წევრები, სამედიცინო სფეროს, სადაზღვევო ინდუსტრიისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მინისტრმა დამსწრეებს ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებები გააცნო და სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ბათუმისა და ქედას სამედიცინო ცენტრები მოინახულეს. უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ექიმებმა კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციები მიაწოდეს. პირველი სამედიცინო კონფერენცია `მედეა` 2011 წელს ქალაქ ვაშინგტონში ჩატარდა. პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერია საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts