Jump to content
Planeta.Ge

ერორი- `ქართული ოცნება` გამოძიებას ითხოვს


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/06_12/61052.jpg

 

ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის, გია ხუხაშვილის ბინაში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით ივანიშვილის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ფაქტის დეტალური გამოძიება მოითხოვა.

გია ხუხაშვილის საცხოვრებელ სახლში და მისი მეზობლის ბინაში გუშინ მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც `ქართული ოცნების` წარმომადგენლების გაცხადებით, მოსასმენი აპარატურაა. ადგილზე გამოიძახეს პატრულიც.

თავად გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ მის ბინაში, მეზობლის დაკეტილი ბინიდან იატაკის გხვრეტით, მოხდა სასმენი აპარატის დამონტაჟება. გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე ორი დანაშაულის ფაქტზე უნდა აღიძრას. ერთი ის, რომ ხდებოდა უკანონო მოსმენა და მეორე, მოხდა სხვის ტერიტორიაზე (საუბარია ხუხაშვილის მეზობელზე) უკანონოდ შეჭრა.

`ქართული ოცნება` ამ ინფორმაციის მიწოდებას საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გეგმავს.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...