planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/saakashvili221-300x228.jpgაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქ. ბათუმში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ორდღიანი, სამედიცინო კონფერენცია „მედეა 2012″ გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ათეულობით საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმი ჩამოვიდა. ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი, პარლამენტის წევრები, სამედიცინო სფეროს, სადაზღვევო ინდუსტრიისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.“თუ ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფოები და იქ ისევ მივიღეთ ექიმები, რომლებიც უყურებენ პაციენტს ხელში, როდის ჩაუდებს ჯიბეში ფულს, ჩვენ შევალთ ისევ კატასტროფულ ჩიხში. ამიტომ, მივმართავ სადაზღვევოებს, რომ შექმნან ისეთი სისტება, სადაც მსგავსი რამ აბსოლუტურად გამორიცხული იქნება. ღმერთმა არ ქნას, რომ სადმე სამედიცინო პერსონალი ხელფასის გარეშე იყოს დარჩენილი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.პრეზიდენტის თქმით, საავადმყოფოებში ხელფასებში დიდი განსხვავება და სოციალური უსამართლობა სერიოზული პრობლემაა.“ექთნები და სხვა უმცროსი სამედიცინო პერსონალი იღებს 75-100 ლარს და იმავე საავადმყოფოში ქირურგი შეიძლება იღებდეს 5000 ლარს. ან საშუალო ექიმი იღებს 1700 ლარს. ან ეს ექიმი როგორ იღებს 1700 ლარს ან როგორ ემუშავება იმ ექთანს, რომელიც იღებს 75 ლარს. ეს არის იდიოტიზმის სფერო და ეს არის ერთხელ და სამუდამოდ დასამთავრებელი. დღეიდან დავიწყოთ მუშაობა, რომ მე არ დავინახო საავადმყოფო, სადაც ექთანი იღებს 75-100 და 150 ლარს. მაშინ ასეთი საავადმყოფო უნდა დავხუროთ. კატეგორიული გაფრთხილება სადაზღვევოებს, სამედიცინო პერსონალს და ჯანდაცვის სამინისტროს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ბათუმისა და ქედას სამედიცინო ცენტრები მოინახულეს. უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ექიმებმა კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციები მიაწოდეს.პირველი სამედიცინო კონფერენცია „მედეა” 2011 წელს ქალაქ ვაშინგტონში ჩატარდა. პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერია საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts