Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კახა კალაძე ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის ახალ ტალღაზე საუბრობს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/Kaladze4-300x199.jpgკახა კალაძე ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის ახალ ტალღაზე საუბრობს. კალაძემ განცხადება facebook-ის მეშვეობით გაავრცელა.

როგორც კალაძე დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ხელისუფლება ტყუილად ხარჯავს დროს, ენერგიასა და ფინანსებს.

“ბოლო თვეების მანძილზე, ხელისუფლებისაგან მართული ჯიბის ტელევიზიებით, ჩემი მისამართით წამოვიდა შავი პიარის უზარმაზარი ტალღა. მართალია ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს, თუმცა თავიდანვე მათ გასაგონად ვაცხადებდი, რომ პატიოსნად ვცხოვრობდი და ტყუილად ხარჯავდნენ დროს, ენერგიას და ფინანსებს.

როგორც გავარკვიე ამჯერად ხელისუფლებაში აპირებენ სიცრუის მანქანის ახლებურად დაქოქვას და ამისათვის შსს-ს უკვე მივლინებული ჰყავდა თავისი წარმომადგენელი იტალიაში. მინდა აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლების გასაგონად კიდევ ერთხელ ხმამაღლა გავიმეორო, რომ ჩემი წარსული არის სუფთა და თქვენს მიერ მოგონილი ბინძური ცილისწამების ჭიქაში ატეხილ ქარიშხლის არავის სჯერა.

საქართველოს მოსახლეობის ბრძოლა დემოკრატიისათვის, ქვეყნის ნათელი მომავლისა და ერთიანობისათვის გადამწყვეტ ფაზაში შედის. სულ მალე ,,ქართული ოცნება,, აუცილებლად ახდება და ამას ვერანაირი შანტაჟით, პროვოკაციებით და ცილისწამებებით ვერ შეაჩერებთ.”-ნათქვამია განცხადებაში.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...