planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/baqradze-300x199.jpgპარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბანკებისთვის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მოთხოვნას კატეგორიულად უარყოფს.როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, დაფინანსებას თავისი წესები აქვს, რომელიც, ბუნებრივია, დაცული იქნება.მისივე თქმით, ბანკის თანამშრომლების გარდა, გუშინ დევნილებსა და პედაგოგებს შეხდა და მედიას ზუსტად იგივე წარმატებით შეუძლია თქვას, რომ სახელისუფლო გუნდის კამპანიას დევნილები ან პედაგოგებიც აფინანსებენ.,,გუშინ დევნილებსაც და პედაგოგებსაც შევხვდი. ზუსტად იგივე წარმატებით შეგიძლიათ თქვათ, რომ კამპანიას დევნილები ან პედაგოგები აფინანსებენ, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. არც ბანკის თანამშრომლები, არც დევნილები და არც სსხვა ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით ჩვენს კამპანიას არ აფინანსებენ. ეს შეხვედრები დახურული არ არის და მედიის წარმომადგენლებს გამოსვლის სრული ტექსტებიც აქვთ ხოლმე. არაფერი ამ შეხვედრებზე განსაკუთრებული არ არის, რაც გარეთ არ ითქმევა”,- დასძინა ბაქრაძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts