planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/4be4112f70489-300x213.jpgიტალიაში დაღუპულ 19 წლის გიორგი კილაძეს სამშობლოში შაბათს გადმოასვენებენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ სახელმწიფო გადმოსვენების ხარჯის დაფარვას უზრუნველყოფს.ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” იტალიაში მცხოვრებმა კილაძეების ადვოკატმა ნინო ზურაბიშვილმა განუცხადა.მისი ინფორმაციით, ექსპერტიზამ დასკვნაში ჩაწერა, რომ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის უკმარისობა გახდა. გამოძიება ამჟამად ქალაქ ბარის პოპულარული პლაჟის თანამშრომლებს კითხავს.ამასთან, როგორც “ექსპრესნიუსს” კილაძის ნათესავებმა იტალიიდან აცნობეს, ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობს და არანაირი ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ. ამიტომ ოჯახი სახელმწიფოს ცხედრის საქართველოში ჩამოსვენებაში დახმარებას თხოვს.გიორგი კილაძე ქალაქ ბარიში პოპულარულ პლაჟზე იმყოფებოდა. ის სიმაღლიდან გადახტა წყალში და უკან აღარ ამოსულა.იტალიური მედია ვარაუდობს, რომ ახალგაზრდამ წყალში თავი დაარტყა რამეს, ანდაც ზღვაში ჩასვლამდე საკვები მიიღო და ამან ორგანიზმის გადატვირთვა გამოიწვია. ცხედარს ჭრილობები არ აღენიშნება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts