planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/fifa_logo-300x261.pngფიფა-მ ოფიციალური საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების ორგანიზების შესახებ აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის სურვილთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა.როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაშია ნათქვამი, სფფ-მ 25 მაისს ფიფა-ს პრეზიდენტს, იოზეფ ბლატერს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელიც ფეხბურთში ოფიციალური საერთაშორისო მატჩების ორგანიზების შესახებ აფხაზური მხარის არაკანონიერ სურვილს შეეხებოდა.“სფფ-მ მკაფიოდ დააფიქსირა ქართული მხარის პოზიცია; ქართული მხარე მთლიანად გამორიცხავს საქართველოს რეგიონის – აფხაზეთის ფიფას იურისდიქციაში შესვლას და ამ რეგიონის ნაკრების მიერ ფიფას ეგიდით საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობას. აღნიშნულ წერილს მოჰყვა ფიფა-ს უმაღლესი პირების რეაქცია. დღეს სფფ-მ მიიღო ფიფას გენერალური მდივნის, ჟერომ ვალკეს ოფიციალური წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფიფა-ს ამ დროისათვის “აფხაზეთის რესპუბლიკისგან” საერთაშორისო მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით არანაირი სახის ოფიციალური განაცხადი არ მიუღია”, – ნათქვამია განცხადებაში.სფფ-ს ინფორმაციითვე, წერილში აღნიშნულია, რომ კოსოვოს შემთხვევა, რომლითაც აფხაზური მხარე ხშირად აპელირებს, რადიკალურად სხვა სახის გარემოებაა, რომელიც აფხაზეთის საქმის ანალოგიას არ წარმოადგენს და ფიფას მიერ იდენტური გადაწყვეტილების მისაღებ მაგალითად არ გამოდგება.სფფ მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის მთავარი ორგანოს პოზიციას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ტიპის უკანონო მოთხოვნები, აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი რეგიონის მხრიდან აღარ დაფიქსირდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts