planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/ruseti3-300x200.gif„გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სარჩელის არსებითი განხილვა დაასრულა. საქმე 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას და მათი უფლებების შელახვას ეხება. განაჩენი რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ შემოდგომაზე გამოცხადდება“ – წერს „რეზონანსი“.სტრასბურგის საქმის განხილვის პარალელურად რუსეთის საემიგრაციო სამსახური აპირებს ქვეყანაში არალეგალურად მყოფი საქართველოს 9 ათასი მოქალაქის საქმე სასამართლოს გადასცეს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საემიგრაციო სამსახურის უფროსმა კონსტანტინ რომოდანოვსკიმ განაცხადა. ამასთან, ინტერფაქსის ცნობით, რომოდანოვკსი აბსოლუტურად კანონიერს უწოდებს 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას.„რეზონანსი“ რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაუკავშირდა და ქვეყანაში არსებული სიტუაციის გარკვევა სცადა. როგორც გამოცემასთან საუბარში რუსეთში მცხოვრები გიორგი ბერიძე ამბობს, ამ ეტაპზე დაძაბულობა და ქართველების დევნა არ შეინიშნება.„საემიგრაციო პოლიტიკა ყველა ოლქში სხვადასხვანაირადაა. ყველაზე მკაცრი მოთხოვნები კი რუსეთის მეგაპოლისებში, მოსკოვსა და სანკტპეტერბურგშია. ვოლგოგრადის ოლქში ვცხოვრობ და აქ ნამდვიალდ არ შეინიშნება რაიმე ზეწოლა და ნაციონალური ნიშნით დევნა. 2006 წელსაც ვოლგოგრადში ვცხოვრობდი და პრობლემა არც მაშინ მქონია. მსმენია, რომ იმ პერიოდში სკოლებიდანაც აგდებდნენ მოსწავლეებს, მაგრამ ასეთი რამ ბოლოდ დროს არ გამიგონია. რუსი მეგობრებიც მყავს და მათაც ძალიან არ მოსწონთ თავიანთი მთავრობის პოლიტიკა. ეს, ალბათ დროებითია, შესაძლოა რამდენიმე თვის შემდეგ ამ საკითხს ყურადღება საერთოდ არ მიაქციონ“ – აცხადებს ბერიძე.იგი საემიგრაციო სამსახურის განცხადებას სტრასბურგის სასამართლოს უკავშირებს და ფიქრობს, რომ ამით მაშინდელი გადაწყვეტილების გამართლებას ცდილობენ.ბერიძის თქმით, არის სფეროები, სადაც ქართველებს საქმიანობა ეკრძალებათ. ასეთი სფეროა ვაჭრობაც. „როდესაც შემოწმებებს აკეთებენ, თუ სხვა ეროვნების ადამიანი მოხვდათ, არ დაზოგავენ. საემიგრაციო სამსახურები ამას აკონტროლებენ, თუმცა ესეც მოჩვენებითია, რადგან რუსეთში კორუფციის მაღალი დონეა. ქართველები მასიურად მშენებლობის და ტაქსების სფეროში არიან დასაქმებულები. პატარა მაღაზიები და ბიზნესები აქვთ. ისინი, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება, რითი ირჩენს თავს, ძნელი სათქმელია.“საიას იურისტი ნათია კაციტაძე „რეზონანსთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ თუ მოვლენები 2006 წლის მსგავსად განვითარდება, მაშინ 9 ათასი ქართველის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. „წინა პრაქტიკიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა, ქართველები კისევ გამოაძევონ რუსეთიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი კანონდარღვევით უნდა გამოუშვან. მათ სასამართლოში გასაჩივრების უფლება უნდა მიეცეთ და დეპორტაცია კანონიერად უნდა განხორციელდეს.“საემგირაციო სამსახურის განცხადებას, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძეც სტრასბურგის სასამართლო პროცესს უკავშირებს. მისი თქმით, არალეგალების გამოძევების უფლება ყველა ქვეყანას აქვს, მაგრამ სხვა საქმეა რამდენად კანონიერად მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას. აბაშიძე ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და გავრცელებული განცხადება ქართველების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი პოლიტიკური აქციაა.მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვითopinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts