Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- ზვიად ძიძიგური: „სააკაშვილი სასოწარკვეთილია“


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/zviaddzidzigvuri2-300x288.jpg„ბიძინა ივანიშვილი დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ის ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად უყურებს. დღეს რომ ივანიშვილმა 150 მილიონი გადაიხადოს, ხვალ 500 მილიონს გადაახდევინებენ და ზეგ მილიარდს“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ზვიად ძიძიგური.

„ხელისუფლებამ საბოლოოდ დაკარგა წონასწორობა. მან ვერანაირი გამოსავალი ვერ ნახა. ის რაც დღეს ხდება ბიძინა ივანიშვილის გარშემო, დაჯარიმებასთან დაკავშირებით, არის სრული აბსურდი. ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, არც სამართლებრივში, არც პოლიტიკურში. ეს ჯდება მხოლოდ ერთადერთ ლოგიკაში, რომ ხელისუფლებამ არ იცის, რა გააკეთოს იმისათვის, რომ გაანეიტრალოს ის ძალა, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას“ – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

ძიძიგურის თქმით, სააკაშვილს და მის გუნდს მხოლოდ ვირტუალური მხარდაჭერა აქვთ. „საკმარისია გამოირთოს „რუსთავი2“ და „იმედი“ და იმ პოლიტიკური წონისა და მხარდაჭერისგან, რომელსაც, ასე ამაყად გვეუბნებიან, რომ მათ აქვთ, მერწმუნეთ არაფერი დარჩება. დარჩება მხოლოდ ის 10%, რომელიც სტრუქტურებში გაწევრიანებული ხალხისგან, პოლიციაში და ჯარში მომუშავე ადამიანებისგან შედგება. სხვა არავითარი მხარდაჭერა, არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს იმისა, რომ მან პოლიტიკური მეტოქეობა გაუწიოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიციას“.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, კოალიციის ლიდერის დაჯარიმებები ღიმილის მომგვრელია და ივანიშვილის პოზიციაც სწორედ ასეთია. „ის ძალიან მშვიდად უყურებს ამ ყველაფერს. როგორც ექსპერიმენტების დროს მეცნიერები ზღვის გოჭებს აკვირდებიან, ისე აკვირდება ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის ქმედებებს. მისი რეაგირებებიც არის ზუსტი, ადეკვატური და ძალიან სწორი. არანაირი აღელვების საფუძველი არც ბიძინა ივანიშვილს და არც კოალიციას არ აქ ვს. სააკაშვილს მოთმინება აქვს დაკარგული და ეს განპირობებულია იმ მარცხის გარდაუვალობით, რომელიც მას ოქტომბერში ელოდება.“

ძიძიგურის თქმით, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევა, თუმცა დარწმუნებით აცხადებს, რომ ეს ნახევარზე გაცილებით ნაკლები იქნება.

„საპარლამენტო უმრავლესობაში ისინი ვერ დარჩებიან ოქტომრის მერე. საპარლამენტო უმრავლოესობაში ვერდარჩენა გულისხმობს აღმასრულებელი ხელისუფლების ძირეულ გადახალისებას. ამას ხედავს მიხეილ სააკაშვილი და ამიტომ არის გაგიჟებული და წონასწორობადაკარგული. ამიტომ არის, დილიდან საღამომდე გურიაში რომ ზის მიხეილ სააკაშვილი და მთელი მისი მთავრობა,იქნება გურულებს როგორმე მოუქონონ თავი და არ გამოვიდნენ ბიძნია ივანიშვილის შესახვედრად. წინასწარ გეტყვით, რომ აქედან არაფერი გამოვა“ – აცხადებს კონსერვატიული პარტიის ლიდერი.

„როგორ უნდა გაგვიყალბონ არჩევნები?! ადგილზე არავის დავანებეთ გაყალბებას. საერთაშორისო დამკვირვებლებიც ძალზე ბევრი გვეყოლება. ამას გარდა, იქნება ძალზე სერიოზული კონტროლი მედიამონიტორინგის“ თვალსაზრისით. ასე რომ, არჩევნების გაყალბების არავითარი შანსი და პროცენტი მიხეილ სააკაშვილს არ რჩება. ამას კარგად ხედავს მიხეილ სააკაშვილი და ამიტომაც კარგავს წონასწორობას და მუდმივად არის სასოწარკვეთის რეჟიმში. ამას ხალხი კარგად ხედავს“ – ასკვნის ძიძიგური.

მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „ახალი თაობის“ მიხედვით

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...