planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/esshengexeba4-300x240.jpgროგორც “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის” განცხადებაშია აღნიშნული, ისინი კამპანია “ეს შენ გეხებას” ინიციატივებს მიესალმებიან.“მივსალმებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა გააქტიურებას და განსაკუთრებული ყურადღების ღირსად მივიჩნევთ კამპანია “ეს შენ გეხებას” მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას – Must Carry – Must Offer. Must Carry-ის პრინციპი, რომელიც ამერიკისა და და ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, საკაბელო პროვაიდერებს სხვადასხვა, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ტელეკომპანიების სიგნალების გადაცემას ავალდებულებს. Must Offer კი საკაბელო კომპანიებს უფლებას აძლევს, ტელევიზიებს მათი სიგნალის საკაბელო პაკეტში ჩასმა მოსთხოვონ. ეს პრინციპი ერთი მხრივ, უდიდესი საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა, რადგან მოსახლეობის სრული ინფორმირებულობის პირობებს უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ კი, მედია-ბაზრის თავისუფლებას განამტკიცებს, გამორიხცავს რა პოლიტიკურ ზეწოლას და ჩარევას მაუწყებლის საქმიანობაში. არჩევნები არ არის ერთღიანი პროცედურა. სრულფასოვანი არჩევნები ესაა ხანგრძლივი და აქტიური სამოქალქო განსჯისა და დებატების პროცესის შედეგად მიღებული საზოგადოებრივი გადაწყვეტილება, რომელმაც გარკვეული დროის განმავლობაში თითოეული პოლიტიკური ძალის ადგილი და პასუხისმგებლობა უნდა განსაზღვროს. ამ კონტექსტში “ეს შენ გეხებას” ინიციატივა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ვფიქრობთ, ეს ამ ეტაპზე ყველაზე მწვავე პრობლემის გადაჭრის ყველაზე ადექვატური და შემოქმედებითი გზაა”, – ნათქვამია განცხადებაში.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts