planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/mishikooo2.jpgროგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქართული ოპოზიციის საყვარელი დაცინვის ერთ-ერთი თემა ასი საავადმყოფოს პროექტი იყო.პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ამ თემაზე უკვე ყველას “პირი მოკეტილი აქვს”. “იმიტომ, რომ 100 საავადმყოფო გადაიქცა 150 საავადმყოფოდ და ეს საავადმყოფოები უკვე აშენებულია”, – განაცხადა სააკაშვილმა.პრეზიდენტმა მკაცრად გააფრთხილა სადაზღვევო კომპანიები, სათანადოდ მოხდეს სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება.“თუ ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფოები და იქ ისევ მივიღეთ ექიმები, რომლებიც უყურებენ პაციენტს ხელში, როდის ჩაუდებს ჯიბეში ფულს, ჩვენ შევალთ ისევ კატასტროფულ ჩიხში. ამიტომ, მივმართავ სადაზღვევოებს, რომ შექმნან ისეთი სისტება, სადაც მსგავსი რამ აბსოლუტურად გამორიცხული იქნება. ღმერთმა არ ქნას, რომ სადმე სამედიცინო პერსონალი ხელფასის გარეშე იყოს დარჩენილი. ექთნები და სხვა უმცროსი სამედიცინო პერსონალი იღებს 75-100 ლარს და იმავე საავადმყოფოში ქირურგი შეიძლება იღებდეს 5000 ლარს. ან საშუალო ექიმი იღებს 1700 ლარს. ან ეს ექიმი როგორ იღებს 1700 ლარს ან როგორ ემუშავება იმ ექთანს, რომელიც იღებს 75 ლარს. ეს არის იდიოტიზმის სფერო და ეს არის ერთხელ და სამუდამოდ დასამთავრებელი. დღეიდან დავიწყოთ მუშაობა, რომ მე არ დავინახო საავადმყოფო, სადაც ექთანი იღებს 75-100 და 150 ლარს. მაშინ ასეთი საავადმყოფო უნდა დავხუროთ. კატეგორიული გაფრთხილება სადაზღვევოებს, სამედიცინო პერსონალს და ჯანდაცვის სამინისტროს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts