Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- სეპარატისტებს ფიფას იმედი არ უნდა ჰქონდეთ


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/fifa_logo-300x261.png„ფიფას ამ დროისთვის აფხაზეთის რესპუბლიკიდან არანაირი სახის ოფიციალური განაცხადი საერთაშორისო მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით არ მიუღია და საერთოდ ფიფა მიიჩნევს, რომ კოსოვოს პრეცედენტი, როლითაც აფხაზური მხარე აპელირებს, არის რადიკალურად სხვა სახის გარემოება, რომელიც აფხაზეთის საქმის ანალოგს არ წარმოადგენს და ფიფას მიერ იდენტური გადაწყვეტილების მიღება მაგალითად არ გამოდგება – ამის შესახებ ნათქვამია ფიფას გენერალური მდივნის, ჟერომ ვალკეს ოფიციალურ წერილში, რომლეიც ფეხბურთის უმაღლესი ორგანოს გენმდივანმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპასუხოდ გამოაგზავნა“ – წერს „რეზონანსი“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმდინარე წლის 25 მაისს ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბრალტერს, ოფიციალური წერილით მიმართა. წერილი ეხებოდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების არაკანონიერ სურვილს, რათა ფიფას წევრ ქვეყნების ნაკრებებთან ამხანაგური მატჩები გაემართად. სფფ-ს მიერ ფიფაში გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ქართული მხარე მთლიანად გამორიცხავს საქართველოს რეგიონის – აფხაზეთის ფიფას იურისდიქციაში შესვლას და ამ რეგიონის ნაკრების მიერ ფიფას ეგიდით საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობას.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფასგან მიღებულიწ ერილის შემდეგ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა: „სფფ მიესალმება მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის მთავარი ორგანოს პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ტიპის უკანონო მოთხოვნები აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი რეგიონის მხრიდან, აღარ დაფიქსირდება“.

სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობის განცხადებით, 24 მაისს ფიფას მიმართეს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნაკრებებთან საერთაშორისო ამხანაგური მატჩების გამართვის უფლება მოითხოვეს. ამის საფუძველს, აფხაზეთის წარმომადგენლების განცხადებით, კოსოვოს პრეცედენტი აძლევს.

არაღიარებული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯამალ გუბაზი ფიფას პრეზიდენტთან იოზეფ ბლატერთან შეხვედრასაც გეგმავს. მისივე სურვილია აფხაზეთის რომელიმე კლუბმა რუსეთის დაბალი ლიგის ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა.

„ვფიქრობ, აფხაზეთს რეალური შანსი აქვს, ფიფას წევრი ქვეყნების ნაკრებებთან ამხანაგური მატჩები ჩაატაროს. ინფრასტრუქტურა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თამაშებს ვუმასპინძლოთ. ფიფას კრედოა, რომ ფეხბურთი პოლიტიკისგან შორს იყოს და ჩვენც ეს გვსურს“ – აცხადებს ჯამალ გუბაზი.

აფხაზეთის ფეხბურთის ლეგიტიმური ფედერაციის პრეზიდენტის, მურად ანჯაფარიძის თქმით, აფხაზეთი და კოსოვო განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან კოსოვო 50-ზე მეტმა სახელმწიფომ აღიარა, ხოლო აფხაზეთი კი რუსეთმა და კიდევ ორმა „გაურკვეველმა“ ქვეყანამ. „მათ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოსგან დამოუკიდებლად არ სცნობს. ამიტომ, აფხაზებმა რა წერილიც არ უნდა მოამზადონ, ფიფა არასოდეს მისცემს ოფიციალურ სტატუსს ან თამაშების გამართვის უფლებას“ – აცხადებს ანჯაფარიძე.

მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვით

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...