planetanews Posted June 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2012 პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გეტყვით,ჩვენს ბლოგს რომ კითხულობთ. Newstime.ge სულ ახლახანს ჩაირთო და ჯერ ბევრი არაფერი არ დაგვიპოსტავს ბლოგზე,თუმცა,ყველაფერი წინ გვაქვს http://newstime.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif სათაურიდან ალბათ მიხვდებოდით,რომ ამ პოსტში საუბარი, კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულ აქციებზე მექნება – ერთი თბილისში,ერთი კი ქუთაისში ჩატარდა,დიდი წარმატებით. ალბათ ჩემს ზოგიერთ მკითხველს დააინტერესებს,რას ვგულისხმობ წარმატებაში – ავხსნი,ჩემო (ქალ)ბატონო ! თბილისი რომ ოპოზიციურად არის განწყობილი დღევანდელი ხელისუფლებისადმი,ეს 2007 წლის ნოემბერშიც გამოჩნდა და 2010 წლის მაისშიც. თუმცა,ამდენ ხალხს,პირადად მე მაინც არ ველოდი – დღეს საქართველოში მაინც არსებობს შიშის ფაქტორი,ხელისუფლება ადამიანების დასასჯელად ყველანაირ რესურსს იყენებს – სააკაშვილის წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებს უშვებენ სამსახურებიდან, ხსნიან მათ მშობლებს მაღალი თანამდებობებიდან(მაგ:მაია მიმინოშვილი) , ზეწოლას ანხორციელებენ აქციაზე გამოსული ადამიანების შვილებსა თუ ძმებზე და ა.შ… ამ ყველაფრის მიუხედავად,თბილისში დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა თავისუფლების მოედანზე,რაც ცხადია, ერთის მხრივ სასიხარულო (ოპოზიციისათვის) და მეორეს მხრივ გასაკვირიც იყო,ამდენი ადამიანი თუ გაბედავდა საკუთარი სიმართლის დასაცავად გამოსვლას,არავის ეგონა და პირველ რიგში,ეს არ წარმოედგინათ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ერთი სიტყვით,27 მაისს,თბილისელებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება და კოალიცია “ქართული ოცნების” მიმართ მხარდაჭერა.http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/579261_436303026394601_1524850371_n-300x200.jpgთბილისში ჩატარებული აქციის შემდეგ,”ქართულმა ოცნებამ” ქუთაისში გადაინაცვლა – სწორედ ქუთაისი იყო ქალაქი,რომელშიც რამდენიმე დღის წინ, 10 ივნისს, იმერლებმა მოიყარეს თავი. ხელისუფლების წარმომადგენლების,თუ მათი მხარდამჭერების მხრიდან,ხშირად გვესმოდა ხოლმე თბილისის აქციების “გაპრავებისთვის” ნათქვამი სიტყვები – “ოპოზიციურად მხოლოდ თბილისია განწყობილი,რეგიონები ჩვენია!” და ა.შ… ქუთაისში ჩატარებულმა აქციამ,ცხადყო,რომ ეს სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ ილუზიას ეფუძნება და მეტს არაფერს. თუ საინფორმაციო სააგენტო “IPN-ს” მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დავუჯერებთ,”იმერულ აქციაზე” 55 000 ამდე ადამიანმა მოიყარა თავი ,რაც თავისთავად,ანგრევს მითს რეგიონებში(იმერეთში) მცხოვრები ადამიანების “მიშისტობასთან” დაკავშირებით. ორივე აქციაზე ძალიან ბევრის ლაპარაკი თუ წერა შეიძლება და შემიძლია,მაგრამ ამ პოსტში არ ვაპირებ აქციის დეტალებზე საუბარს – უბრალოდ ვაკონკრეტებ ჩემს აზრს – ჩემი აზრით, თბილისური აქციაც და ქუთაისური აქციაც “ქართულმა ოცნებამ” წარმატებით ჩაატარა. საინტერესოა,17 ივნისისთვის დაანონსებული ოზურგეთული აქცია ისეთივე წარმატებით ჩაივლის ,როგორც ზემოთ ნახსენები ორი აქცია,თუ ამ ჯერად გურულები “უმტყუნებენ” ოპოზიციას ?! დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,17 ივნისამდე,სულ რაღაც 6 დღე დარჩა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts