planetanews Posted June 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2012 http://giorgibenashvili.files.wordpress.com/2012/06/democracy_logo1.jpg2010-2011 წლები მსოფლიო პოლიტიკაში დემოკრატიული ძვრების ხანად არის მოხსენიებული, როცა რეჟიმების დამხობა და დიქტატორების განდევნა ერთგვარ მიმდინარეობად იქცა. ამ პროცესს დასავლეთში არაბული გაზაფხული უწოდეს.ყველაფერი ეგვიპტიდან დაიწყო, როცა ათიათასობით ადამიანი სოციალური ქსელების მეშვეობით გაერთიანდა და დიქტატორი მუბარაქის წინააღმდეგ მოძრაობა შემქნეს. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი სკამის დათმობას არ აპირებდა და მეტიც, ოპოზიციას მასირებულ აგრესიას და ყველა არსებული ბერკეტით ზეწოლას უპირისპირებდა.თუმცა რეჟიმმა პროტესტი ვერ შეაჩერა, სიმართლესა და დემოკრატიულ ფასეულობებს გზა ვერ გადაუღობა და დაიგრა!იგივე განმეორდა ლიბიურ სცენარშიც. კადაფი, რომლის პირადი კაპიტალი ასობით მილიარდი იყო, საკუთარ ხალხის ხმას იარაღის ჟღარუნით უპასუხა, თუმცა, როგორ დაასრულა, ალბათ მკითხველს კარგად ახსოვს.ახლა საქართველოში გადმოვინაცვლოთ, ქვეყანაში რომლის პოლიტიკაც რადიკალურად შეცვალა 8 თვის წინ გამოჩენილმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ფორბსის ინფორმაციით 6.4 მილიარდ დოლარს ფლობს, საქართველოში მის სახელს უკავშირებენ სამების ტაძრის მშენებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და ბათუმის რესტავრაციას, ეს სია ბევრად გრძელია.ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია “ქართული ოცნება დააფუძნა, რომლის ლიდერიც თვითონ არის.http://giorgibenashvili.files.wordpress.com/2012/06/526241_444907228867514_439002671_n1.jpgმილიარდელის გამოჩენით, რომელიც დასავლეთში, არსებული ხელისუფლების მთავარ ალტერნატივად განიხილება, სააკაშვილი შოკში ჩააგდო და აგონიური ქმედებების მთელი კასკადი განახორციელებინა. რაც ჯერ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით შემდეგ კი მისი კომპანიების წინააღმდეგ ფინანსური რეკეტით გამოიხატა.პირველი მათგანი ქართუ ბანკი იყო, რომელსაც ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალის გამოყენებით რამდენიმე მილიონი “მოპარა”. შემდეგ კი “მენეჯმენტ სერვისი” რომელიც ასევე რამდენიმე მილიონით დაჯარიმდა.რამდენიმე დღის წინ ,ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა კონტროლის პალატამ, გლობალ TV დააჯარიმა იმისთვის, რომ რეგიონების მოსახლეობას შეღავათიან ფასად სატელიტურ ანტენებს უმონტაჟებს, რითაც პირველ რიგში საკუთარ აბონენტებს ამრავლებს.თუმცა აქ ყველაზე დიდი ნონსენსი მაინც ის არის, რომ გლობალ TV, რომელიც იურიდიულად არანაირ კავშირში არ არის ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან, სასამართლომ ერთმანეთს დაუკავშირა და საერთო ჯამში, კოალიციის ლიდერს 148 მილიონ ლარამდე ჯარიმის ქვითარი გამოუწერა.http://giorgibenashvili.files.wordpress.com/2012/06/law.jpgბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. თუნდაც იმიტომ, რომ წმინდა PR-ის თვალსაზრისით, ამ ჯარიმის გადახდა წამგებიანი იქნებოდა მისთვის.რა იქნება ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი? როგორც ჩანს, ისინი აგონიაში არიან და კანონგარეშე ქმედებებით ცდილობენ მოწინააღმდეგის განეიტრალებას.ამასობაში კი ქართული ოცნება 17 ივნისს ოზურგეთული დემონსტრაციისთვის ემზადება.http://giorgibenashvili.files.wordpress.com/2012/06/78225qartu.jpgდიდი ალბათობით ხელისუფლება და მის მიერ კონტროლირებადი სასამართლო შეეცდებიან ალოგიკურ ქმედებათა ჯაჭვს კიდევ ერთი რგოლი შემატონ, არ არის გამორიცხული მათ ფონდ “ქართუს” ან “ქართუ” ბანკს შეუტიონ… View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.