planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 (edited) ხიზრი ალდამოვის საქციელს თქვენ შეარქვით სახელი. "ჩემთვის მტკივნეულია, რომ მე ასე უნიჭოდ გავფლანგე ეს წლები. ცხადია, რომ დუდაევს, მასხადოვს, ბასაევსა და მათ თანამოაზრეებს, რომელებსაც მე ერთგულად ვემსახურებოდი და მათი მჯეროდა, თავისი ხალხისთვის სარგებლობა არ მოუტანიათ. ისინი მხოლოდ უბედურებას თესდნენ. ვნანობ და თქვენგან, რამზან ახმეტის ძევ, მთელი ჩეჩენი ხალხისგან ვითხოვ პატიებას", - განაცხადა ხიზრი ალდამოვმა რამზან კადიროვთან შეხვედრაზე.როგორც რუსული წყაროები წერენ, თავის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ალდამოვმა აღნიშნა, რომ არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილია. http://www.kommersant.ru/ImagesVlast/Vlast/2004/026/2004-026-014-01.jpg დუდაევის და მასხადოვის დროს იყო ჩეჩნეთის წარმომადგენლობის უფროსი საქართველოში. დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, თუმცა როგორც ჩანს, არც არასდროს არ იქნებოდა ანგელოზი.View the full article Edited June 14, 2012 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted June 14, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 (edited) კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ხიზრი ალდამოვის მიერ რამზან კადიროვისა და ჩეჩენი ხალხისთვის პატიების თხოვნასთან დაკავშირებით, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კავკასიაში სიტუაციის მოსინჯვას ემსახურება. View the full article Edited June 14, 2012 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lipu Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 ბოლობოლო ვერ გავიგე, მართლა მოიხადა ბოდიში ამ გმირი ერის შვილმა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 მ გმირი ერის შვილმა?კი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted June 14, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 (edited) http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/9e4640b04a5ee6b9b67a344bcc5d266a.jpgრესპუბლიკა იჩქერიის მოკლული პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ქვრივის ალა დუდაევას შეფასებით, "ხიზრი ალდამოვი ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა არ არის, რომ მისი ჩეჩნეთში დაბრუნება ხმაურის ატეხვად ღირდეს". View the full article Edited June 14, 2012 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted June 14, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 (edited) მისი თქმით, რუსულ სპეცსამსახურებს ხიზრი ალდამოვი სჭირდებათ, რადგან 90-იანი წლების ქართული რეალობის, განსაკუთრებით კი პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე ბევრი იცის View the full article Edited June 14, 2012 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted June 14, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 ##image#9417#1#საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური, ხიზრი ალდამოვის ჩეჩნეთში დაბრუნებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით ალდამოვის ქმედება რუსეთის სპეცსასმახურების მიერ დაგეგმილი პროპაგანდისტული აქციაა.,,ბატონი ალდამოვის განცხადება, რომ ის არ დაბრუნდება საქართველოში, სანამ საქართველოს პრეზიდენტი არის მიხეილ სააკაშვილი, შემთხვევითი განცხადება არ არის და მკაფიოდ უსვამს ხაზს, ვის მიერ არის განხორციელებული მისი ჩეჩნეთში ჩაყვანა და ვის მიერ არის დაწერილი ის განცხადება, რომელიც მან გააჟღერა კადიროვთან შეხვედრის დროს.’’-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, რომ ხიზრი ალდამოვზე ზეწოლა მოეხდინათ, რადგან მისგან, როგორც ,,კავკასიაში რუსული პოლიტიკის მიმართ შეურიგებელი ადამიანისგან,” მსგავსი პიროვნული გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად სავარაუდოა.ხიზრი ალდამოვის ჩენჩნეთში დაბრუნების ფაქტს, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ალდამოვი სჭირდებათ, რადგან მან ,,90-იანი წლების ქართული რეალობის, განსაკუთრებით კი პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე ბევრი იცის’’...არ ვიცი რას მოყვება ხიზრი ალდამოვი, მაგრამ მისი მონათხრობის საფუძველზე რუსებმა შესაძლოა, ქართულ მხარეს სერიოზული დისკომფორტი შეუქმნან.’’-აღნიშნა მამუკა არეშიძემ.საქართველოში ჩეჩნური დიასპორის ყოფილი წარმომადგენელი ხიზრი ალდამოვი ჩეჩნეთში დაბრუნდა და ხელისუფლებისგან პატიება ითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted June 14, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 (edited) http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/6f1cc1f905c2fe120140a93d76348fde.jpgდიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ნუგზარ წიკლაურს სავსებით შესაძლებლად მიაჩნია, რომ ხიზრი ალდამოვმა საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული განცხადებების კეთება და ქართული მხარის დადანაშაულება დაიწყოს. View the full article Edited June 14, 2012 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.