planetanews Posted June 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61047.jpg CNN-ის რეპორტაჟები ბათუმიდან გრძელდება. ჟურნალისტმა პაულა ნიუტონმა ამჯერად მაყურებლის ყურადღება საქართველო-ირანის ურთიერთობებსა და თავდაცვის სისტემაში დაწყებულ წარმოებაზე შეაჩერა. ამერიკული ტელეარხი დაინტერესდა, თუ რატომ არის საქართველო ასე მიმზიდველი ირანელი ტურისტებისა და ბიზნესმენებისთვის. საბოლოოდ კი გაარკვია, რომ ირანელ ტურისტებს ყველაზე მეტად საქართველოსთან უვიზო რეჟიმი და გეოგრაფიული სიახლოვე იზიდავთ. CNN-ის პირდაპირ ეთერში ირანელმა ბიზნესმენმაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ბიზნესისთვის იდეალური გარემოა შექმნილი. გადაცემის მეორე ნაწილი მთლიანად თავდაცვის ინდუსტრიას დაეთმო. რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ გადაწყვიტა უარი ეთქვა რუსული წარმოების იარაღზე და საკუთარი არსენალი შეექმნა. ამ თემაზე "აი ონ ჯორჯიას" კომენტარი მისცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts