planetanews Posted June 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61029.jpg საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა `პრაიმ ტაიმის` პრესკლუბში ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი, “ 8+1“ მოდელი გააცნო. პრეზიდენტის ინიციატივით, 2013 წლიდან საქართველოში ახალი სისტემა დაინერგება. კერძოდ, უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად მოსწავლეებს მხოლოდ რვა საატესტატო და უნარ-ჩვევების ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა აბიტურიენტებს წელიწადში რამდენჯერმე ექნებათ და შედეგს გამოცდის დასრულებისთანავე შეიტყობენ. მინისტრის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი ახალ მოდელზე მუშაობას აგვისტოში დაასრულებს. აგვისტოდან დეკემბრამდე კი საქართველოს სკოლებში აპრობაციები ჩატარდება, რითაც ახლად შექმნილი სისტემა ყველა მიმართულებით შემოწმდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts