planetanews Posted June 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61044.jpg საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ირლანდიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ოფიციალურ სადილზე მიხეილ სააკაშვილმა და ეიმონ გილმორმა საქართველოსა და ირლანდიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ირლანდია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა და, ამ სტატუსის ფარგლებში, მხარეებმა ეუთოს მისიის საქართველოში აღდგენის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს. ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts