planetanews Posted June 12, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/61032.jpg ოპოზიციურ პარტიათა და უფლებადამცველთა ერთი ნაწილი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელს და გაგა ამბროლაძეს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. დაკავებულების ადვოკატების თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფმა შეისწავლა მომხდარი და დაასკვნა, რომ დაკავებულები ამომრჩევლის მოსყიდვას არ ცდილობდნენ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კახა კუკავამ განაცხადა, რომ პირი კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისთვის უნდა დაისაჯოს და არა სიტყვიერი განცხადებისთვის.`ეს ახალგაზრდები ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ გაკრიტიკებულ იქნენ მათი მართლაც არასწორი მოქმედებების გამო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ კურსს აირჩევს ადამიანი და რა განცხადებებს გააკეთებს, ის შეიძლება დაპატიმრებულ იქნეს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის,`- განაცხადა კახა კუკავამ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts