Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- „დემოკრატიული მოძრაობის“ თქმით ხელისუფლებამ ტერორი გააძლიერა


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/demokratiuli-modzraoba3.jpgროგორც “დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭო აცხადებს, “საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ ოპოზიციასა და მედიასაშუალებებზე ტერორი გააძლიერა”.

“ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც მოსალოდნელი იყო, არსებულმა ხელისუფლებამ როგორც რეალურად ოპოზიციურ პარტიებზე, ასევე ისედაც მცირედ შემორჩენილ ობიექტურ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებზე ტერორი გააძლიერა. ბოლო 3 თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის 30-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. უფრო მეტიც, 2012 წლის 8 ივნისს ჟურნალისტზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევა მოხდა. იმაზე, თუ რამდენად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას აპირებს დღევანდელი ხელისუფლება, ის უპრეცენდენტო ფაქტიც მეტყველებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში რადიოს მოსმენა აიკრძალა, სააკაშვილის სასამართლომ კი “გლობალ ტვ”-ის მთელი საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული მისი ყველა ანტენის დემონტაჟი დააკისრა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად სიმართლის ეშინია. საქართველოში შექმნილ უმძიმეს საარჩევნო გარემოს და ხელისუფლების მიერ ისედაც მცირედ არსებულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე პირდაპირ ტერორს ადეკვატური შეფასება მისცენ. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ არჩევნები რეალურად ოპოზიციური ძალებისათვის უმძიმეს ვითარებაში ჩატარდება. არსებული რეჟიმის გადაწყვეტილება, რადაც არ უნდა დაუჯდეთ დარჩნენ ხელისუფლებაში, ხალხის ნებას აშკარად არ შეესაბამება. აღნიშნული ვითარება ქვეყანას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს. ამ საფრთხის თავიდან აცილების მინიმალური შანსი ჯერ კიდევ არსებობს, რისთვისაც ხელისუფლებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპრეცედენტო დემოკრატიული ზეწოლაა აუცილებელი და არა – ჩვეული დიპლომატიური ფრაზებით საუბარი”, -ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს განცხადებაში.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...