planetanews Posted June 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/nana-kakabadze-298x295.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” კუდ-ის მიერ იმ ადამიანების დაბარებას აპროტესტებს, რომლებმაც “ფონდ ქომაგს” დახმარების თხოვნით მიმართეს.“მიმდინარე წლის 9 ივნისს შსს კონსტიტუციურ უსაფრთხოების დეპარტამენტმა მასობრივად დაიწყო იმ ხალხის დაბარება, რომლებმაც “ფონდი ქომაგის” ხელძღვანელობას დახმარების თხოვნით მიმართეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ მოქალაქეებმა – მარეხი ვაჟბედაშვილმა, მანანა გურგენაშვილმა, ლეილა ჭეიშვილმა, მანანა ჯაჯანაშვილმა, ნუგზარ ბელქანიამ, ლამზირა ყორჩიშვილმა და გივი ქურიძემ ოფიციალურად განაცხადეს. ეს უკანასკნელი ნაოპერაციები, ინფექციურ საავადმყოფოში ძალზედ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და ექიმის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოდულის შენობაში დასაკითხად ძალით წაიყვანეს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ავადმყოფი ადამიანი დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე ჰყავდათ. დაკითხვის პროცესში გივი ქურიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო იქნა გამოძახებული, რომელმაც გივი ქურიძე ინფექციურ საავადმყოფოში დააბრუნა. მანანა გურგენაშვილი კი 22:00 საათზე ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოდულის შენობაში გადაიყვანეს. მასთან სახლში უცხო პირები მივიდნენ და უთხრეს, დაუყოვნებლივ გაყოლოდა მათ. აღნიშნული ფონდის მიმართ ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი განსაკუთრებული ინტერესი და აგრესიული დამოკიდებულება განპირობებულია იმით, რომ ფონდის მიერ გაცხადებული მიზნები ხელისუფლების იმ მთავარ საფუძველს საფრთხეს უქმნის, რომელზეც მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების მიმართ გამოვლენილი იძულებითი ლოიალობაა დამყარებული. კერძოდ, დღევანდელი სოციალური გაჭირვებისა და დამქირავებლისა და დაქირავებულის მარეგულირებელი სრულიად არადემოკრატიული კანონმდებლობის არსებობის პირობებში მოქალაქეთა დიდი ნაწილი იძულებულია, ანტისახელისუფლებო განწყობილებების გამოვლენისაგან თავი შეიკავოს, რადგან ეს მათთვის ან მათი ოჯახის წევრებისათვის სამუშაო ადგილების და შემოსავლის დაკარგვას უპირობოდ იწვევს. თუ ფონდი “ქომაგი” თავის მოღვაწეობას ფართოდ გაშლიდა, ადამიანებს გაუჩნდებოდათ იმედი, რომ პოლიტიკური მოტივით სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში ისინი ულუკმაპუროდ არ დარჩებიან და ეს მათ საკუთარი ოპოზიციური პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირებისას მხნეობას მატებდა. ამიტომაც, ხელისუფლება აღნიშნულ საქველმოქმედო ფონდს გაშმაგებით ებრძვის და ამ ბრძოლაში უხეში პოლიტიკური და სამართლებრივი ძალადობის მაგალითს ავლენს. გარდა ამისა, ხელისუფლების მხრიდან გაჭირვებული ხალხის დახმარების აკრძალვის გაცოფებული მცდელობები ამორალურია”.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts