Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- “თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ” კანონში ცვლილება შედის


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/parlamenti3-300x225.jpg“თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ” კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც ანაკლიაში, განმუხურსა და ქობულეთში ტურისტული ზონების კოორდინატები, კანონით აღარ იქნება დადგენილი.

კანონპროექტით, კანონიდან ამოღებული იქნება ანაკლიის, განმუხურისა და ქობულეთის ტურისტული ზონების კოორდინატებთან დაკავშირებით ჩანაწერები.

აღნიშნული ტურისტული ზონების კოორდინატებს, კანონის დამტკიცების შემდეგ, მთავრობა დაადგენს.

“დროდადრო ზონების კოორდინატების კორექტირება – მათ შორის ანაკლიაში, განმუხურსა და ქობულეთში აუცილებელი ხდება, ხოლო კანონში ცვლილების შეტანის პროცესი შედარებით ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, მიზანშეწონილია ზონების კოორდინატების განსაზღვრის მოქნილი მექანიზმის დადგენა, რომელიც ტურისტულ ზონებში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას არ შეაფერხებს~, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი, ანდრო ალავიძე და ზვიად კუკავა არიან.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...