Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/sagareo-saqmeta-saministro1.jpgროგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების მორიგი სერიოზული ტალღა დაიწყო.

“ოპოზიციის წარმომადგენელთა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების სახლებისა და ოფისების ჩხრეკა, დაპატიმრებები, ფიზიკური ანგარიშსწორება და მათი საქმიანობის შეზღუდვა სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით მასობრივად მიმდინარეობს. ამ ტალღის კონტექსტში უნდა იქნას განხილული საქართველოს მოქალაქეების დევნის მორიგი კამპანია, რის დაწყებასაც რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსის კონსტანტინე რომოდანოვსკის მიერ 2012 წლის 13 ივნისს გაკეთებული განცხადებები მოწმობს. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე რომოდანოვსკის გამონათქვამებს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში “ქართველებზე ნადირობის გამოცხადება” უკვე უწოდეს. ნიშანდობლივია, რომ კონსტანტინე რომოდანოვსკი 2006 წელს საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების დევნისა და დეპორტაციის პროცესში რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევებს, არაადამიანურ მოპყრობას, წამებას მთლიანად ამართლებს და საერთოდ არ ახსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც ეთნიკური დევნის კამპანიამ იმსხვერპლა. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ეთნიკური შეუწყნარებლობის ფაქტებს მომდევნო წლებშიც მასობრივი ხასიათი ჰქონდა, რის სამწუხარო მაგალითსაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამარაში, 2011 წლის 10 ნოემბერს ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქის მამუკა კახიშვილის სასტიკი მკვლელობა წარმოადგენს. აქვე გვინდა, გავიხსენოთ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 28 დეკემბრის მოხსენება სათაურით “ადამიანის უფლებების სიტუაციასთან დაკავშირებით მსოფლიოს რიგ ქვეყნებში”, რომელიც იმთავითვე კომიკურად გამოიყურებოდა, ხოლო დღეისთვის რუსეთში მიმდინარე ადამიანის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევების ფონზე საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების დევნის მორიგი კამპანია კრემლის დამოკიდებულებას ადამიანის უფლებების მიმართ კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...