planetanews Posted June 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/06/Eka-Beselia.jpgკოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ For.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა,რომ “სააკაშვილმა დღეს თავის რეზიდენციაში საჯარო სკოლების პედაგოგებსა და ბაგა-ბაღების აღმზრდელებს თითო ბოთლი ღვინო და სხვა საჩუქრები გადასცა”.“100 ლარზე ნაკლები თანხის ოდენობის საჩუქრის ამომრჩევლისთვის გადაცემა კონტროლის პალატის მიერ ისჯება, 100 ლარზე ზემოთ კი უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მე ჩემს კოლეგა იურისტებს მივმართავ ერთობლივი განცხადება გავუგზავნოთ კონტროლის პალატას, დაინტერესდეს პრეზიდენტის ამ ქმედებით”, – განაცხადა ბესელიამ.“სააკაშვილი ორი კვირის წინ ანაკლიაში სტუდენტებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა”.- დასძინა ეკა ბესელიამ.“საინტერესოა პრეზიდენტმა სტუდენტები ანაკლიაში რა თანხით დაპატიჟა და მათ რა თანხით გაუმასპინძლდა. მე მსგავს ფაქტებზე კონტროლის პალატას არაერთხელ მივმართე, თუმცა უშედეგოდ”, – აღნიშნა ბესელიამ.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts