Jump to content
Planeta.Ge

9 000 ქართველს მოსკოვში დეპორტაცია ემუქრება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/sagareo14141.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის უფროსის, კონსტანტინ რომოდანოვსკის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. “ექსპრესნიუსი” განცხადებას  უცვლელად გთავაზობთ:

“რუსეთის ფედერაციაში დაწყებულია ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების მორიგი სერიოზული ტალღა. მასობრივად მიმდინარეობს ოპოზიციის წარმომადგენელთა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების სახლებისა და ოფისების ჩხრეკა, დაპატიმრებები, ფიზიკური ანგარიშსწორება და მათი საქმიანობის შეზღუდვა სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით.

ამ ტალღის კონტექსტში უნდა იქნას განხილული საქართველოს მოქალაქეების დევნის მორიგი კამპანია, რის დაწყებასაც მოწმობს რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსის კონსტანტინე რომოდანოვსკის მიერ 2012 წლის 13 ივნისს გაკეთებული განცხადებები. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე რომოდანოვსკის გამონათქვამებს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში უკვე უწოდეს “ქართველებზე ნადირობის გამოცხადება”.

ნიშანდობლივია, რომ კონსტანტინე რომოდანოვსკი მთლიანად ამართლებს 2006 წელს საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების დევნისა და დეპორტაციის პროცესში რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევებს, არაადამიანურ მოპყრობას, წამებას და საერთოდ არ ახსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც იმსხვერპლა ეთნიკური დევნის კამპანიამ. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ეთნიკური შეუწყნარებლობის ფაქტებს მომდევნო წლებშიც მასობრივი ხასიათი ჰქონდა, რის სამწუხარო მაგალითსაც წარმოადგენს ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქის მამუკა კახიშვილის სასტიკი მკვლელობა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქ.სამარაში 2011 წლის 10 ნოემბერს.

აქვე გვინდა გავიხსენოთ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 28 დეკემბრის მოხსენება სათაურით “ადამიანის უფლებების სიტუაციასთან დაკავშირებით მსოფლიოს რიგ ქვეყნებში”, რომელიც იმთავითვე კომიკურად გამოიყურებოდა, ხოლო დღეისთვის რუსეთში მიმდინარე ადამიანის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევების ფონზე, საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების დევნის მორიგი კამპანია კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის კრემლის დამოკიდებულებას ადამიანის უფლებების მიმართ”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.Geonews.ge/uploads/images/48135eba9c3977f8081204113118.jpg

9000 ქართველ არალეგალ ემიგრანტზე ძებნა გამოცხადდა. რუსეთის ფედერალური საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინ რომოდანოვსკიმ განაცხადა,

 

სრულად ორიგინალი

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...