lasha_alo Posted June 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2012 http://esshengekheba.ge/?menuid=8&id=549&lang=1#.T9kCziEo_Dk.facebookაარჩევნო უბანზე პარტიების წარმომადგენლებმა შესაძლოა, გაფუჭებული და გამოუყენებული ბიულეტენების დათვლა ვეღარ შეძლონ. შესაბამისი ცვლილებები "საარჩევნო კოდექსში" შედის. მოქმედი ნორმით, საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისგან, კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს არა უმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც დააკვირდებიან ბიულეტენების დათვლის პროცესს. ასევე, სურვილის შემთხვევაში, მათ უფლება ჰქონდათ, პირადად ერთხელ გადაეთვალათ საარჩევნო ბიულეტენები - მათ შორის, ნამდვილი, ბათილი, გაფუჭებული და გამოუყენებელი ბიულეტენები. "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტით კი, ასეთ შემთხვევაში, ბიულეტენების პარტიების წარმომადგენლებს, მხოლოდ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლა შეეძლებათ. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და აკაკი მინაშვილი არიან. პროექტი მეორე მოსმენით, პარლამენტის უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts