Jump to content
Planeta.Ge

ონლაინ ვიდეო კონფერენცია ზაქარია ქუცნაშვილთან, ბბ ჯარიმებთან დაკავშირებით!


Recommended Posts

რა ხდება მამათქვენთან დაკავშირებით? გამოუშვეს?? თუ არა რატომ? საერთოდ , ცოტა ვრცლად გვითხარით მამათქვენთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ამბობენ თელაველი ხართ.. რომელი სკოლა დაამთავრეთ და მოგწონთ მოედანზე კულტურული სახლის ადგილას იუსტიციის სახლის მშენებლობა? არადა, იუსტიციიის სახლი უკვე იყო ცოტა ქვემოთ და მუშაობდა ჩვეულებრივ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ აეკრძალა ივანიშვილს ვერტმფრენის გამოყენების საშუალება? რა ხდება ამ საკIთხზე? გუშინ კი თქვით, კარბელაშვილთან გაარკვიეთ, მარა როგორ წარმოგიდგენიათ კარბელაშვილის მიერ ხალხის გარკვევა რამეში?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

კაცო ოფტოფი კი არა სერიოზულად ვკითხულობ–––არ მაინტერესებს ჯარიმები აპოლიტიკური ტიპი ვარ სხვა ტემაზე კიტხვა დავსვა? სათაურად მარტო ჯარიმებია გამოტანილი და მიტომ ვკითხულობ. ტყუილად ხომ არ დავწერ ვახ:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. შეიძლება თუ არა დადგეს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი უკვე დღეს რადგან აშკარაა, რომ დღეს კონკურენტული საარჩევნო გარემო არ არის,

2. წინა სხვა არჩევნების (ვარდების რევოლუციის შემდგომ)წინ დასავლეთის მხრიდან თუ ყოფილა მოწოდება ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემის შესახებ, და რა შემთხვევაში კეთდება ხოლმე ესეთი განცხადებები?.(გიგა ბოკერიას თქმით ყველა არჩევნებზე ხდებოდაო ხელლისუფლების გადაცემაო)

3. როგორც ვიცით მამათქვენი უკანონო პატიმარია,რა ხდება დღეის მდგომარეობით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობათ ბატონო ზაქარია.

1. ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშრიებით ხშირად ისმოდა თქვენი ოფისიდან ფრაზები, რომ ამ საკითხს შსტრასბურგში გავასაჩივრებთო. ხომ არ მიგაჩნიათ ეს გადამეტებულად?

რამეთუ ევროპის ბევრ ქვეყნა ამ საკითხს საქართველოზე უფრო მკაცრი კუთხით უდგება. მოკლედ არ გაარჩევს ამ საკითხს შსტრასბურგი, უბრალოდ ასეთ საკითხებში როგორიცაა მოაქლაქეობა არ ერევა. ან თუ გაქვთ ამის მაგალითი დამისახელეთ ერთი მაინც.

2. რაც ჯარიმებს და ზოგიერთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება, მაგალითად "ქომაგი". ამ შემთხვევაში მიგაჩნიათ თუ არა ის, რომ ჯარიმა სამრთლიანი იყო? რემეთუ ამ შემთხვევაში დიდი ალბათობაა ამომრჩევლის მოსყიდვისა. მინიმუმ ეს ასე ჟღერს "გამოდი ჩემს მხარეს, თუ დაგიჭირეს მოგცემ 5000 ლარს" :)

ნუ მე პირადათ მომხრე ვარ "ქომაგის" რამეთუ დიდი ალბათობით საქართველოში მე ნომერ პირველი კანდიდატი უნდა ვიყო ასეთი დახმარების მიღებისა :)

3. ოდნავ რთული მაგრამ აუცილებელი.

ხალხს მალე დაავიწყდება ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ისინი სააკაშვილის რეჟიმისაგან გაანთავისუფლა და ყველა ის მოთხოვნა და პრეტენზია, რომელიც დღეს ამ ხელისუფლების მიმართ არსებობს, ივანიშილის კოალიციის მიმართ გადამისამრთთდება, რაც შემდგომ არჩევნებში უკვე ივანიშილის ტოტალური კრახით შეიძლება დასრულდეს.

ბიძინა ივანიშილს აქვს შანსი, ბოლო ოცი წლის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში პირველი სწორი ნაბიჯი გადადგას. ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველიც არსებობს და მხოლოდ გაკეთებული განცხადების კორქტირებაა საჭირო.

თუ “ქართული ოცნების” მიზანია ამ რეჟიმის მოცილება და დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება, მაშინ საკმარისია საპარლამენტო არჩვენბში გამარჯვების შემდეგ, მაქსიმუმ ერთი წლით ხელისუფლებაში დარჩენა და ისევ ახალი დემოკრატიული საპარლამენტო არჩვენბის დანიშვნა.

მოკლედ როგორ არ უნდა მივუდგეთ ამ არჩევნებს, მაინც ეიფორიულ–რევოლუციური იქნება. ხალხი ბიძინა ივანიშვილს კი არ მისცემს ხმას, არამედ არამიშას. ამ შემთხვევაში კი ახალ მთავრობს არ ექნება სრულფასოვანი ლეგიტიმაცია.

ხომ არ მიგაჩნიათ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მეტი სამართლიანობისა და კონკურენცუნარიანობის თვალსაზრისით ასეთი ტიპის გარდამავლი ეტაპის საჭიროება აუცილებლობად?

 

წინასწარ დიდი მადლობა.

გიორგი ალანია

ჩეხეთი

 

პ.ს. ამ ღია წერილს თუ გაეცნობით, მიხვდებით თუ რაზეა საუბარი ბოლო შეკითხვაში.

ფაქტობრივად ღია წერილია ბიძინა ივანიშვილთან, რომელსაც შანსი არ აქვს ადრესატამდე მიაღწიოს :)

http://aic.geoanswer.net/?p=2792

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევრო 2012 რომელი გუნდია თქვენი ფავორიტი და ვინაა ამ ეტაპზე საუკეთესო ფეხბურთელი :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაგრატის ტაძარზე და იუნესკოზე ტქვას რამე.

 

ფერი რიტორიკული კითხვა იყო :user: ––––––მაგრამ გამიხარდა ერტნაირი ფერები გვყვარებია:)<3

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ბოლო დროს გახშირდა ზეწოლა ქართული ოცნების მომხრეებზე, განსაკუთრებით რეგიონებში. დაშინებები სამსახურიდან განთავისუფლებები, აპირებთ თუ არა რაიმე საშუალებებით დაეხმაროთ პოლიტიკურად "რეპრესირებულებს?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ ფიქრობთ ვადამდელი არჩევნების ალბათობა არის?

თუ მოხდა მსგავსი რამ –ეს კოალიციისთვის უკეტესია თუ აარა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკაცრავად ,ფორსმაჟორი იყო.დენი გამოირთო.გადის ნორმალურად?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისევ მოქალაქეობის საკითხზე შეკითხვა. ბევრი შემთხვევაა როდესაც ერთი ოჯახის წევრი არის ქვეყნის მოქალაქე და მეორეს ადეპორტებენ. ამერიკა ხომ ამ საკითხში საერთოდ უმოწყალოა, ევროპაში კი ეს სიახლე არაა. მაგალითისთვის ჩეხეთში მოქლაქეობის მინიჭებაზე არ ვრცელდება კანოთი სახლმწიფო ვალდებულება. ანუ სახელმწიფო იტოვებს უფლებას განმარტების გარეშეც უარი უთხრას მოქალაქეობის მთხოვნელს.

რაც საქართველოს ეხება, ჩემი აზრით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, უნდა იყოს აკრძალული მოქალაქეობის ჩამორთმევა.

ეს საკითხი ჩემი პირადი მდგომარეობიდანაც მაინტერესებს, რამეთუ მეც ამ მდგომარეობაში ვარ. ხომ არ აპირებთ ასეთ კანოზე მუშაობას, ანუ ასეთი კანონის მიღებას სადაც მოქალაქეობის ჩამორთმევა აკრძალული იქნება?

 

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა წინა შეკითხვებზე პასუხისათვის.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...