Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge აშშ აღიარებს ნეიტრალური სტატუსის პასპორტებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg

ვიზიტად მყოფმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აღიარებს „ნეიტრალური სტატუსის“ იმ დოკუმენტებს, რომელთა მეშვეობითაც ქვეყნის სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს დასავლურ ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცემათ.

კლინტონმა ეს საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან  ზღვისპირა საპორტო ქალაქში, ბათუმში 6 ივნისს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კლინტონმა და სააკაშვილმა „განიხილეს ის, თუ როგორ შეიძლება დაუკავშირდეს საქართველო  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ხალხს,“ მათ შორის მათი სამგაზვრო  და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებით უზრუნველყოფის შესახებ. მან ამ ქმედებას საქართველოსა და ორ ტერიტორიას შორის „შერიგებისკენ გადადგმული მტკიცე ნაბიჯი“ უწოდა.

„მალე აშშ-ს საელჩოები და საკონსულოები მთელ მსოფლიოში მიიღებენ ნეიტრალური სტატუსის დოკუმენტებს, რომელიც შეაძლებინებს ამ რეგიონის ნებისმიერ მცხოვრებს შეერთებულ შტატებში სამოგზაუროდ და სასწავლებლად ჩავიდეს,“ განაცხადა კლინტონმა. „ეს იქნება შერიგებისკენ გადადგმული მტკიცე ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს შერიგებას და კონფლიქტის მშვიდობიან და სამართლიან გადაწყვეტას.“

2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ საქართველოსთან, რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

ომის შემდეგ, ამ ორი რეგიონის მცხოვრებლებს რუსეთის ან სეპარატისტული მთავრობების მიერ გაცემული პასპორტები აქვთ.

მაგრამ ამ პასპორტებს არ ცნობს სახელმწიფოთა უმეტესობა, რადგან ისინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ.

სეპარატისტულმა ხელისუფლებებმა მყისიერად გააკრიტიკეს კლინტონის განცხადება ნეიტრალური სტატუსის დოკუმენტებზე.

სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ დოკუმენტების შემოღებას „მიუღებელი“ უწოდა.

ჩირიკბამ 6 ივნისს, ჟენევის ორდღიან შეხვედრაზე,  განაცხადა, რომ მისი დელეგაცია რომელიც კავკასიის უსაფრთხოებას ეძღვნება, იბრძოლებს „აღიარებისთვის აფხაზური ან რუსული პასპორტებისა, რომელთაც აფხაზეთის  მოქალაქეები იყენებენ.“

სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბორის ჩოჩიევმა, ასევე განაცხადა, რომ ის გააპროტესტებს „ნეიტრალური სტატუსის“ დოკუმენტებს და ტერმინს „ოკუპაცია“, რომელიც კლინტონმა გამოიყენა, როდესაც ამ ტერიტორიებზე რუსული ჯარის დისლოცირების შესახებ ილაპარაკა.

ორიგინალი

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...