planetanews Posted June 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2012 17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე წუთის წინ სამტრედიიდან ზუგდიდში საკუთარი ავტომანქანით ჩამოიყვანა. http://3.bp.blogspot.com/-x6l2PcxLGzM/T9H7_kPBdNI/AAAAAAAAHcM/UUcEx3gRiHI/s200/garemovachreebi.jpg„რომ არა კახა, ჩვენი მომხედავი არავინ იყო და ალბათ მოვკვდებდით. ხელისუფლებიდან ამ სამი დღის განმავლობაში არავინ დაგვკავშირებია“, – უთხრა ჟურნალისტებს სვეტლანა გელანტიამ. სამტრედიიდან ჩამოსულ გარემოვაჭრეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეხვდნენ საპროტესტო აქციის მონაწილე მოვაჭრეები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, თენგიზ შანავამ აქციის მონაწილეებს უთხრა, – „მე არ მინდოდა ასე მომხდარიყო“. შანავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა არ დაიშვება და აქციის მონაწილეთათვის მაქსიმალურად კარგი სამუშაო პირობები იქნება შექმნილი. „სურსათით მოვაჭრეებს ნორმალურ პირობებს შეუქმნის ბაზრის ადმინისტრაცია. მოვაჭრეები ასევე გათავისუფლდებიან გადასახადებისგან 2013 წლის პირველ იანვრამდე. ისინი შესაბამის ხელშეკრულებასაც მოაწერენ ხელს“, – განაცხადა თენგიზ შანავამ. „დაიცავი საქართველოს“ წევრის, კახა მიქაიას თქმით, „ზუგდიდის ბაზარში წილები აქვთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ წილების გაყოფას შეეწირა გარემოვაჭრეების ჯანმრთელობა და შესაძლოა შეწირვოდა მათი სიცოცხლეც“. თავის მხრივ, თენგიზ შანავამ განაცხადა, რომ ადგილობივ ხელისუფლებას არავითარი პირადი ინტერესები არ ამოძრავებს და ის მხოლოდ გარევაჭრობის წინააღმდეგია. გარემოვაჭრეებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების წინადადება კვლავ მიუღებელია. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხვალ დილით მიიღებენ გადაწყვეტილებას პროტესტის როგორ ფორმას მიმართონ. გარემოვაჭრეები არ გამორიცხავენ შიმშილობის დაწყბასაც. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts