planetanews Posted June 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/COE.Web_.Strasbourg-Eu-300x193.jpgსტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საქმის ბოლო მოსმენა დღეს გაიმართება.არსებული ინფორმაციით, დღევანდელი მოსმენით საქმეზე პროცედურული და შინაარსობრივი მუშაობა დასრულდება, სტრასბურგის სასამართლო კი გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში გამოაცხადებს.“ჩვენი დავის მთავარი ხაზი არის, რომ პირველ რიგში რუსეთის ფფადერაციის პასუხისმგებლობა დადგეს ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნისა და დეპორტაციისთვის, ასევე მთელი ამ დაკავების პროცესში დეპორტაციამდე და დეპორტაციის პროცესშიც, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. გარდა ამისა, ვითხოვთ კომპენსაციის გადახდას მათთვის, ვისაც რუსეთის ასეთი პოლიტიკის გამო ზიანი მიადგა”, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინათინ ბურჯალიანმა.ბოლო სხდომის დასრულების შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში გამოცხადდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts