planetanews Posted June 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/news_8545-245x300.jpgეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ირლანდიის საგარეო და ვაჭრობის მინისტრის, ვიცე-პრემიერ იმონ გილმორის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში ეუთო-ს მისია აღდგეს.ამის შესახებ გილმორმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.“ჩვენ ველოდებით, რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას გამოხატავს”, – აღნიშნა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ.მისი თქმით, ეუთო მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით, ODIHR-ს მისიის საქართველოში მიწვევას.საქართველოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) შემფასებელი მისია გუშინ ეწვია. ვიზიტი 16 ივნისამდე გასტანს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts