Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გიორგი ტუღუში,მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას მიმართავს რეკომენდაციით მიმართავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/Tugushi2-300x185.jpgსაქართველოს სახალხო დამცველი  გიორგი ტუღუში,მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას მიმართავს რეკომენდაციით მიმართავს, დაიწყოს გამოძიება სენაკის პოლიციის თანამშრომლების მიერ ზურაბ ლაბახუასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის ოფისში აცხადებენ,რომ  უმოკლეს ვადებში უნდა ჩატარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს ზურაბ ლაბახუას სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათი, ხარისხი და ხანდაზმულობა.

2012 წლის 8 ივნისს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ნონა ლაბახუამ. განცხადების თანახმად, მისი მეუღლე ზურაბ ლაბახუა სენაკის პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებისას სასტიკად ცემეს.

“11 ივნისს სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა და გაესაუბრა ბრალდებულ ზურაბ ლაბახუას. პატიმრის ინფორმაციით, იგი 3 ივნისს მიდიოდა სენაკში, ჭყონდიდელის ქუჩაზე, რა დროსაც შავებში ჩაცმული უცნობი მამაკაცი კისერში სწვდა, დაუწყო გინება, ცემა და თან უხმობდა სხვა პირებს. პატიმრისვე გადმოცემით, მასთან მივიდა კიდევ ოთხი პირი, წააქციეს და დაუწყეს ცემა. შემდეგ დაადეს ხელბორკილები, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს სენაკის პოლიციაში. როგორც ბრალდებული აღნიშნავს, ქუჩაში ცემის ფაქტს მისი ოჯახის წევრები და მეზობლები შეესწრენ. როგორც პატიმარი აცხადებს,პოლიციის თანამშრომლები პოლიციის შენობაში მიყვანამდე მანქანაშიც სცემდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.ასევე,დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნისას იგი რამდენჯერმე გახდა ცუდად, რის გამოც ოთხჯერ იქნა გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ხოლო 5 ივნისს, სენაკის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმში აღნიშნულია, რომ იზოლატორში მოთავსების მომენტში, 4 ივნისს, ზურაბ ლაბახუას მარჯვენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა დაჟეჟილობა, მარცხენა თირკმლის და ორივე მუხლის არეში – დაჟეჟილობა. მარცხენა კოჭის არეში – დაჟეჟილობა და შესიება.ხოლო,”სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ 2012 წლის 6 ივნისს შედგენილი სამედიცინო ცნობის თანახმად, ზურაბ ლაბახუას აღენიშნებოდა ორივე თვალბუდის არეში დაჟეჟილობა, ასევე შუბლის წილის მარცხენა მხარეს – ნაკაწრი და ნაჭდევი. მარჯვენა ბეჭის არეში – ნაჭდევი. ორივე მტევნის სახსართან – ნაკაწრები დაფარული ფუფხით. ორივე დუნდულას ზედა კიდეებთან – დაჟეჟილობა.

სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ ლაბახუას მონახულებისას, 11 ივნისს, პატიმარს გარეგნული დათვალიერებით კვლავ აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები: ორი კოპი თავზე, საფეთქლებზე – ექსკორიაციები, მარცხენა მხარზე და ორივე თვალბუდეზე – მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი, ორივე მაჯაზე – ექსკორიაციები და სისხლნაჟღენთი, ორივე მუხლზე და თირკმლის არეში – სისხლნაჟღენთი, ორივე კოჭის არეში – დაჟეჟილობები და სისხლნაჟღენთები, მარჯვენა იდაყვზე – გრძივი ნაკაწრი, მარჯვენა ბეჭის მიდამოში – სისხლნაჟღენთი”,-ნათქვმია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...