planetanews Posted June 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2012 (edited) http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/vaucheri-13.6.12-300x199.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მსურველთათვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპს დაიწყო.როგორც ცნობილი გახდა,მეორე ეტაპზე 1500 მსურველი შეძლებს სასურველ პროფესიას დაეუფლოს.1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპზე სამინისტრო ყველა მსურველს დააფინანსებს. მათ შორის: სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულებს და იმ მეთორმეტეკლასელებს, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული განათლების დაუფლება გადაწყვიტეს.სამინისტროს ინფორმაციით,შემოდგომაზე გამოცხადდება მესამე ეტაპი,მესამე ეტაპზე კი ვაუჩერს კიდევ 2500 მსურველი მიიღებს. საერთო ჯამში,ამჯამად 2500 ვაუჩერია გაცემული. მათ შორის,ვაუჩერი მიიღო 1700–მა სოციალურად დაუცველმა ახალგაზრდამ, რომლებიც პროფესიას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სხვადასხვა კოლეჯებში ეუფლებიან.განათლების სამინისტრო პროფესიული განათლების რეფორმებს რამდენიმე მიმართულებით ახორიცელებს. ხელს უწყობს როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება-რეაბილიტაციას, ასევე დიდ ყურადღებას აქცევს პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ მომზადებული კადრების კვალიფიკაციას. პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროექტი 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ამოქმედდა.როგორც სამინისტოში აცხადებენ,პროექტის მიზანია,ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს საშუალება, ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და თავისსავე რეგიონში დასაქმდეს. მათი თქმით,სახელმწიფოს ამოცანაა პროფესიული განათლების ისეთი სისტემა ჩამოაყალიბოს, რომელიც ერთის მხრივ თავსებადი იქნება საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებთან, მეორეს მხრივ, სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს.განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია. იხილეთ epn.ge Edited June 13, 2012 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts