Jump to content
Planeta.Ge

მიშისტებო, ეცით . ახალი სკანდალი ექსკლუზიურად თქვენთვის


Recommended Posts

კოლუმბია პიქჩერს რა იყო და გაზეთი"ვერსია" მორიგ ჭნნნ ინფორმაციას ავრცელებს.

კარგი , მე დავდუმდები, თვითონ იხილეთ

წყარო ბეჭდური გამოცემა "ვერსია"

(გვ.5,8)

 

,,თუ უნდათ მიჩივლონ, ალტიკის, კალაძისა და ივანიშვილის ინტერესები ნარკოტრაფიკში იკვეთება!“_ ინტერვიუ რუსეთიდან გამოძევებულ ჟურნალისტ გიგა ლიპარტელიანთან.

 

ლიპარტელიანმა დააფუძნა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ,,რეპუტაცია“, ასევე აპირებს გამოსცეს წიგნები, სადაც სააგენტოს მიერ მოძიებულ ფაქტებს თავს მოუყრის და საზოგადოებას გააცნობს. ვინ დგას ბიძინა ივანიშვილის გაყიდული აქციების უკან. ლიპარტელიანის ინფორმაციით, ივანიშვილის აქციები შეიძინეს ბორის პასტუხოვმა, ბორის ჰაიტიმ და ვალენტინა მატვიენკოს შვილმა. ლიპარტელიანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს: ,, ბიძინა ივანიშვილი დამნაშავეა!_ მას კავშირი აქვს ნარკოტრაფიკის შუააზიურ კრიმინალურ კლანთან. ეს კლანი იცავს დღეს რუსეთს. მის უკან დგანან ყაზახეთიდან ვასილ ანისიმოვი, უზბეკეთიდან ალიშერ უსმანოვი. ისინი მართავენ პუტინის ოლიგარქულ იმპერიას. მათთან ერთად დაიწყო ივანიშვილმა აღზევება, აქციებსაც მათი დახმარებით ასხვისებს. თავის დროზე ანისიმოვი იყო ბიძინას ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ამ კლანის წევრია ცნობილი მაფიოზი გაფარაც. პრაქტიკულად, ეს არის უზბეკეთის უცვლელი პრეზიდენტის, ამ ქვეყანაში ისლამური რევოლუციის მომწყობის, ისლამ კარიმოვის ნარკოტიკული კლანი. ამერიკელებმა დიდი ფული დახარჯეს, მაგრამ მასთან ვერაფერს გახდნენ. ეს კლანი ამარაგებს ევროპის ქვეყნებს ნარკოტიკით“. ლიპარტელიანის მტკიცებით, ,,ნარკოტრაფიკში ივანიშვილის, ალტიკისა და კალაძის ინტერესები იკვეთება. ამ ყველაფერს აკონტროლებს შუააზიური კლანის წევრი, კანონიერი ქურდი, დაჯგუფება ,,სოლნცევოს“ ხელმძღვანელი ჯემალ ხაჩიძე, რომელიც ,,რასიისკი კრედიტში“ ივანიშვილს ,,კრიშავდა...ის არის ალტიკის ,,კრიშაც“. ხაჩიძე ანისიმოვისა და უსმანოვის ახლობელია. ივანიშვილი ამ ნარკომაფიასთანაა დაკავშირებული, თანაც ზოგ ქვეყანაში ყველაფერი ხელისუფლების დონეზეა აყვანილი. ასე იყო იტალიაში. ალტიკი-კალაძის დიალოგებს წლების განმავლობაში იწერდნენ, მაგრამ კალაძე ძალიან უყვარდა ბერლუსკონის, მაფიის ,,ნათლიმამას“. კალაძე დღეს ივანიშვილთან არის და ეს არ არის ოპოზიცია...თუ სააკაშვილს ებრძვი პასტუხოვისა და პრიმაკოვის მოცემული ფულით, ეს არაა ნორმალური. იცით, ამ ყველაფრის ფინალი რა იქნება?_ გამოვა ლავროვი გაერო-ს სხდომებზე და იტყვის, გინდათ ირანში ნავთობი და გჭირდებათ საქართველო? კი, ბატონო. მაშინ მე არ ავიღებ ვეტოს სირიაზე.“. ლიპარტელიანის აზრით, რუსეთს აქვს ორი გეგმა_ ან უნდა ააოხროს საქართველო, ან სააკაშვილი აქციოს დიქტატორად. ,,ყველაფერი იქით მიდის, რომ სააკაშვილის რეზველტიზაცია მოხდება. მსოფლიო ისტორიაში არც ერთი აღმოსავლელი ლიდერი არ ყვარებია ამერიკას ისე, როგორც სააკაშვილი“. ლიპარტელიანის აზრით, კალაძე და ივანიშვილი, ,,ეს არის მეგობრების, პუტინისა და ბერლუსკონის, ორი სახელმწიფო დონის ნაძირალას, ყველაფერზე წამსვლელი კაცის გამოჩეკილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი, რომელიც ჩასვეს 30-მილიონიან შუშის სასახლეში და ასულელებენ ხალხს, დადგება დრო, ისტორია იტყვის, რომ ივანიშვილის დონის პოლიტიკური ავანტიურისტი საქართველოს შეიძლება არც ჰყოლია. არჩევანი მასზე იმიტომ გააკეთეს, რომ დელიკატური პიროვნებაა. არ არის გამომწვევი და მაფიოზური გარეგნობის. გაწონასწორებული კაცია. სხვათა შორის, ეს მისი დიდი პლუსია. ცდილობს ემოციები დაფაროს, არ იწვევს ცუდ რეაქციას ხალხში.“ ლიპარტელიანის აზრით, ყველაფერი გადაწყვეტილია და მილიონი კაციც რომ გამოვიდეს ქუჩაში, არაფერი შეიცვლება!.

 

უკომენტაროდ დავტოვებ ამ უნიკალურ აბსურდს. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

,,თუ უნდათ მიჩივლონ, ალტიკის, კალაძისა და ივანიშვილის ინტერესები ნარკოტრაფიკში იკვეთება!“

 

რა სმაილიკი დავსვა არც ვიცი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფ... ვაი მაგის პატრონს... საიდან მოიგონა ეხლა ეს ისტორია?

საწყალი, თავისუფალი სიტყვისთვის დევნილი კრეტინი... :facepalm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
ვა კვანტრიშვილი ბიძომ დაბრიდაო..?? მე როგორც ვიცი პოლიტკოვსკაიაც ბიძომ დაბრიდა და ხადარკოვსკი დააჭერინა..:D :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტიპი რა ნაგლია?

ჯერ ბ.ბსგან უნდოდა მაყუთი,მერე ამათ მიადგა. ვერ ვიტან ასეთ სირებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...