Jump to content
Planeta.Ge

პოლიტ–რეპრესიები დაიწყო


Recommended Posts

ცირა ყურაშვილი პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

 

 

მწერალი, ჟურნალისტი, პედაგოგი, რამდენიმე წიგნის ავტორი და სულ ახლახან ლიტერატურული პრემია „საბას“ პროზის ნომინაციაზე წარდგენილი ცირა ყურაშვილი ბიბლიოთეკიდან გაათავისუფლეს. როგორც თავად ქალბატონი ცირა ამბობს მის გათავისუფლებას სარჩულად პოლიტიკური მოტივი დაედო, რადგან იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეთა რიცხვს მიაკუთვნეს.

„დირექტორმა დამიბარა და მითხრა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ვიყავი, რადგან ბიბლოთეკაში ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობდა და, სხვადასხვა განყოფილების შეერთების შედეგად, მე უნდა დამეტოვებინა სამსახური,“ - აცხადებს „P.S.“-თან საუბრისას ცირა ყურაშვილი.

მისივე ნაამბობით, დაბეჯითებით ვერ ამბობს, მაგრამ წინა პერიოდშიც იგრძნობოდა მის მიმართ გარკვეული კონტროლი, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით ხდებოდა მისი შემოწმება.

„ვგრძნობდი, როდესაც ადამიანი გამუდმებით გეძებს და გამოწმებს, როცა ირგვლივ იხედები და შენს კოლეგებს შენსავით არ ამოწმებენ, რაღაც მსგავსს ვგრძნობდი“.

ცირა ყურაშვილი წლების მანძილზე სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, მაგრამ, მისი თქმით, „სკოლა ძალიან პოლიტიზირებულია და მე ჩავთვალე, რომ იქ ჩემი ადგილი აღარ იყო, ჩემი სურვილით წამოვედი სკოლიდან. ბიბლიოთეკაში წელიწადნახევარი ვიმუშავე, მაგრამ ახლა პოლიტიზირება შეეხო ისეთ კულტურულ სფეროსაც, როგორიც არის ბიბლიოთეკა. ძალიან მძაფრად შეეხო, შეეხო იმდენად, რომ ხდება თანამშრომლების კომუნისტური წესით დაბარება, თუნდაც - პრეზიდენტის შესახვედრ ღონისძიებებზე კომუნისტური წესით ჩაწერა: მივლენ თუ არა. თუ არ მივლენ, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი.“

სამსახურიდან გათავისუფლებული მწერალი ამბობს, რომ საკუთარი პოლიტიკური ორიენტაცია მას არასოდეს ხმამაღლა არ გამოუხატავს, თუმცა არც ისე ყოფილა, რომ ამაზე განსაკუთრებულად დაფარვით ელაპარაკა, ამას იგი სოციალური ქსელის მეშვეობით აკეთებდა და მის სამსახურთან არანაირ კავშირში არ იყო. რაც შეეხება მის ქართულ „ოცნებასთან კავშირს“, იგი არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მოძრაობის ოფიციალური წევრი არ არის, უბრალოდ, ერთ-ერთი ლიდერის შესახვედრად ღონისძიებას ორგანიზება გაუკეთა, რაც, ადამიანური თვალსაზრისით სწორად მიაჩნია.

„ქართული ოცნების“ წევრი არ ვარ, უბრალოდ, როგორც მოქალაქე, ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ის, რომ მოვიდნენ სხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც რეალურად შეცვლიან ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, რადგან ეს სიტუაცია არის საშინელი, ეს არის შიშიანობა - როცა დედას ეშინია, რომ შვილს წაართმევენ, როცა სტუდენტს ეშინია, რომ გამოაგდებენ უნივერსიტეტიდან, როცა აბიტურიენტს ეშინია, რომ გამოცდებს არ ჩააბარებინებენ, როცა მოსწავლეს ეშინია, რომ, გამოცდები რომც ჩააბაროს, ატესტატს ვერ მიიღებს, ეს არის ამაზრზენი და ყოველთვის მექნება ამაზე რეაქციები“.

ცირა ყურაშვილი ახლა უკვე აპირებს „ქართულ ოცნებასთან“ აქტიურ თანამშრომლობას, რადგან, როგორც იგი ამბობს, სხვა გზა აღარ დაუტოვეს. როგორც რიგითი ადამიანი, ეცდება, ყველაფერში მიიღოს აქტიური მონაწილეობა.

ქალბატონი ცირას აზრით, მისი გათავისუფლების გამო თანამშრომლებისაგან განსაკუთრებული რეაქცია არ ყოფილა, უბრალოდ, ერთადერთი, ვისი კომენტარიც იცის, მისი მეგობარი, მწერალი ნანა გასვიანია. იცის, რომ სხვებიც განიცდიან, თუმცა ამას, ალბათ, ხმამაღლა ვერ ამბობენ, მაგრამ იგი მაინც მადლობელია, თუკი ამას გრძნობენ მაინც.

„თუკი ისინი შინაგანად გრძნობენ ამას და, ვთქვათ, ვერ გამოხატავენ შიშის გამო, მე მათი მადლობელი ვარ, და ვერც გავამტყუნებ და ვერც მოვითხოვ, რომ გმირები იყვნენ. მაგრამ გმირი უნდა იყო მაშინ, როცა არჩევნები მოვა და საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი,“- აღნიშნავს ქალბატონი ცირა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გასაკეთებლად ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორს ნარგიზა ჩოგოვაძეს ვესტუმრეთ. ქალბატონი ნარგიზა ამბობს, რომ არანაირი პოლიტიკური სარჩული ცირა ყურაშვილის გათავისუფლებას არ უდევს, მასთან ერთად ასევე გათავისუფლებულია კიდევ ორი ადამიანი, აქედან ერთი მათგანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორია.

„სამწუხაროდ, მარტო ცირა ყურაშვილის გათავისუფლება არ მომხდარა, - განმარტავს ის, - შეიძლება, დამთხვევები არსებობდეს, მაგრამ არანაირად არ არის კავშირში ეს იმასთან, როგორც ცირა ყურაშვილს და კიდევ, შეიძლება, სხვა ვინმეს ჰგონია, იმიტომ, რომ როდესაც განყოფილებები შეერთდა ოპტიმიზაციის მიზნით, ბუნებრივია, ამან გამოიწვია ეს. ჩვენ სხვა თანამშრომლების გათავისუფლებაც მოგვიხდა, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სამი თანამშრომელი: ნათია ფანცხავა, ცირა ყურაშვილი და იამზე ბარდაველიძეა გათავისუფლებული. ძალიან ვცდილობთ, რომ კიდევ არ დაუშვათ, არ გაიზარდოს როცხვი იმიტომ, რომ არ მინდა ეს არანაირად. ამ გათავისუფლებული ადამიანებიდან, აღმოჩნდა, რომ ერთი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი თუ აქტივისტი არის, ერთი - კოორდინატორია თურმე „ნაციონალური მოძრაობის“, ახლა სად წავიდე მე? ისევე როგორც ყველას მიმართ, ქალბატონი ცირას მიმართაც ვიყავი დადებითად განწყობილი. ძალიან მძიმეა ხვედრი ხელმძღვანელის. გული მწყდება, მაგრამ რა ვქნა, როგორც ადამიანმა, მითხარით? რა ვქნა, იმისთვის, რომ ის იმის მხარდამჭერი იყო და ის - იმისი, ხომ ვერ ააწყობ ასე სტრუქტურას? ქალბატონ ცირასთან არანაირი პრობლემები არ ყოფილა სამსახურის მხრიდან, პირიქით. არ არის ჩემი ცხოვრების წესი, რომ მე ვიღაცას გული ვატკინო,“- აღნიშნა ქალბატონმა ნარგიზამ ჩვენთან საუბრისას.

ერთ-ერთი დეტალის დასაზუსტებლად ილია ჭვაჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ციცი ჯინჯიხაძეს დავუკავშირდით. სრულიად შემთხვევით, მან საუბრისას აღნიშნა, რომ იამზე ბარდაველიძე ჩვეულებრივად აგრძელებს სამსახურში დაკისრებულ მოვალეობას და იგი არავის გაუთავისუფლებია! მაშასადამე, როგორც აღმოჩნდა, ერთ დღეში, სხვადასხვა დროს, ბიბლიოთეკის დირექტორი და პრესსამსახური ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ!

ბიბლიოთეკის დირექტორი ასევე ამბობს, რომ კიდევ ერთი განყოფილების გაუქმება იგეგმება, რომელიც სხვადასხვა ბიბლიოთეკასთან, რომელიმე წიგნის არქონის შემთხვევაში, სატელეფონო კავშირს ამყარებს, დღესდღეობით თითქმის უმოქმედოა და სწორედ ამიტომ მისი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დამთხვევაა თუ რეალური განზრახვა, ფაქტია, რომ პოლიტიკური ორიენტაციის გამო დღეისათვის სხვადასხვა უწყებებში უკვე ბევრმა ადამიანმა დატოვა სამსახური.

http://psnews.ge/php/newsshow.php?lang=geo&t=1&uid=2528&page=1

 

 

სულ გადაისხეს ნაცებმა თავზე

და ეს მხოლოდ დასაწყისია

 

 

 

პს: მოგიტყანთ დემოკრატია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მდაააა ეს მართლა რეპრესიაა და ამასთან ფერს კარგავს 37 წელი ღრუსეთში და ბროლის ღამე გერმანიაში....ბიბლიოთეკარი ცირა ყურაშვილის სისხლი თუ სამსახური რეჟიმს არ შერჩება!!!! ცირა ყურაშვილი ბიბლიოთეკარი დროშა გახდება, იგი უკვე დროშაა.......ეს სისასტიკე რეჟიმს არ შერჩება აბა ადრე რა რეპრესიები იყო ამასთან შედარებით? უბრალოდ ხვრეტდნენ, ციმბირში ასახლებდნენ, ეს არ იყო რეპრესიები!!! რეპრესიები სწორედ ბიბლიოთეკარი ცირა ყურაშვილის სასტიკი განთავისუფლებაა სამსახურიდან ბიძინას ოცნებაში მონაწილეობის გამო წინ განკითხვის დღეები მოელის რეჟიმს ამ ბიბლიური მასშტაბების სისასტიკისა და მკრეხელობის გამო!!! იყვნენ ტირანები მკვლელები კაცობრიობის ისტორიაში მაგრამ ესეთი სისასტიკე არავის მათგანს არც კი დასიზმრებიათ. ღმერთო ბიბლიოთეკარის სამსახურიდან გათავისუფლება ეს რა სისასტიკეს მოვესწარით? ახია ჩვენზე!!!http://www.picz.ge/img/s2/1206/11/a/ab6d5227a7bc.png
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:) :) მარკ ტვენის "ტომ სოიერი" მახსენდება ყოველთვის ესეთ პასაჟებს როდესაც ვკითხულობ(ტომი დაიკარგა უგზაუკვლოდ და იხსენებენ ნაცნობები: ყველა ცდილობს თავი გამოიჩინოს რომ სოიერთან რაღაც სახის ურთიერთობა ქონდა) "ერთმა ბიჭმა კი ვერაფერი სხვა რომ ვერ მოფიქრა განაცხადა :"ტომ სოიერმა ერთი ლაზათიანად მიმბეგვაო" მაგრამ ხალხის ყურადღება მაინცდამაინც ვერ გამოიწვია რადგან სხვებიც ბევრი იყვნენ ტომის გალახულები"....ესეთებიც ბევრი გამოჩნდებიან რესპუბლიკელებს(თინა უსუფას აშრამს ვგულისხმობ და არა აშშ–ს) დიდი გამოცდილება აქვთ მაგ საქმეში საკუთარი თავის გალახვა ,მანქანის გადაწვა და ამ ყველაფრის "რეჟიმზე" გადაბრალება იცოცხლე მშვენივრად იურიდიულად გამართულად იციან....უნდა ვიჩქაროთ ვინ დაზარალებას ან რეპრესიების განცდას ვაპირებთ რეჟიმისაგან, შესაბამისი საოცნებო კონპენსაციით გაზპრომის წილებიდან თორემ როგორც იტყვიან ეს საქმე "გაბაზრდება და იაფი გახდება რაც არჩევნები მოახლოვდება"...როგორც ჰორაციუსი შეძახებდა: "Carpe diem" ელ რევოლუციონერებო!!!! :) Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტიკური შეხედულებების გამო პიროვნების დევნა ნებისმიერი ფორმითა და ხერხით გაუმართლებელია, თუ ქალბატონი ცირა ყურაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი მართლაც მისი ოპოზიციონერული სულისკვეთებაა ეს ფაქტი გაუხმაურებელი არ უნდა დარჩეს, არსებობს ასეთი ინსტიტუტი სახალხო დამცველი, რომელიც იკვლევს მსგავს დარღვევებს და მოხსენების სახით წარადგენს პარლამენტში დარღვევის აღმოსაფხვრელად მასალებს, აგრეთვე უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას სასამართლოს გზით და იმ შემთხვევაში თუ ორივე ეს შტო ხელისუფლებისა პოლიტიზირებულია მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის მიერ ამ შენთხვევაში ხდება ანგარიშის გადაგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო გარანტად მყოფ ორგანოებში, ვფიქრობ სახელმწიფოს არ უნდა აწყობდეს საკუთარ ფარგლებში უფლებადარღვეული ადამიანის პროტესტი ამ დონეზე, ასე რომ მე ქალბატონ ცირა ყურაშვილის უსამართლოდ სამსახურიდან დათხოვნის ფაქტის აქ განხილვა არაეფექტურად მიმაჩნია, თუ ვინმეს გული შეტკივა ამ ქალბატონზე იქნებ მიაწვდინოთ ხმა და დააკვალიანოთ როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Dakaray

ვახ შენ შემოგევლე როგორ ჩააწიკიკა ყველაფერი

 

 

ისა და საქართველოში ბოლოს როდის იყავით??? :mda: :mda:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

 

 

ვახ შენ შემოგევლე როგორ ჩააწიკიკა ყველაფერი

 

გულზე მღიჯის ცემას და რას გვიშვრება ეს მთავრობა-ს ძახილს, მგონი ჩემს მიერ "ჩაწიკწიკებული" პოსტი ჯობია და თუ რატომ, ავხსნი არ არის პრობლემა.

 

პირველი მიზეზი რაც გახლავთ არის ის, რომ ძალიან კარგად ვხედავ მარტივ რეალობას: "ხელისუფლებას ხალხის ვაი ვიში და უი უის ძახილი ერთ ადგილზე კიდია" შესაბამისად აქ კიდევ ერთხელ იმის დაწერა რომ ხელისუფლება ხიხიაა არაეფექტურია, ვიცით და გვესმის რომ ეს ასეა, მაგრამ გამოსავალი უნდა ეძებოს ადამიანმა ნებისმიერი სიტუაციიდან და არა უიმედო უმწეო მდგომარეობით შეაცოდოს ვინმეს თავი, ეს გამოსავალი არ არის.

 

მეორე მიზეზი რატომაც ჯობია ჩემს მიერ "ჩამოწიკწიკებული", იმედგადაწურილთა ხელჩაქნევას ის არის, რომ თუ სამართლიანი გზით ვერაფერს გახდი ხელმყოფთან და ვერ იცავ თავს მისგან, როგორც ძალადობრივ თავდამსხმელისაგან, იმდენს მაინც მიაღწევ, რომ სახელმწიფოს მიერ საკუთარ მოქალაქეზე ძალადობის ფაქტი არ მიჩუმათდეს და გაჟღერდეს საერთაშორისო დონეზე, სადაც ასე უყვარს ხოლმე მიხეილს თავის მოწონება მის მიერ დამყარებული "დემოკრატიის" შესახებ ტრიბუნიდან ქადაგებანში.

 

დავასახელებ მესამე მიზეზსაც, როდესაც დაჩაგრული უმოქმედობაშია უიმედობა, სასოწარკვეთა და შიში იბუდებს მის გულში, ხელისუფლებასაც ეს უნდა სწორედ რომ საზოგადოება მორჩილ მონებად აქციოს, ამიტომ უმოქმედობა და პესიმისტური ხელის ჩაქნევა უნდა გამოირიცხოს და ყველანაირი სამართლებრივი მეთოდით უნდა შეძლოს ადამიანმა საკუთარი უფლებების დაცვა, ეს რამდენად გამოუვა მეორე საკითხია, მაგრამ უნდა ეცადოს, იმიტომ რომ მხოლოდ მკვდარი არ პასუხობს გარტყმას, მკვდარი და ლაჩარი.

 

 

ისა და საქართველოში ბოლოს როდის იყავით?

 

საქართველოში ვარ ახლაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს, მით უმეტეს ხელისუფლებას უსამართლო ჩაგვრას შევარჩენ, მარტივ მაგალითს მოგიყვან: სახელმწიფოს კომუნალურ გადასახადებს არ ვუხდი და ელ ენერგია მაინც მაქვს, იმიტომ რომ როდესაც მოვიდნენ და გაბერილი გადასახადების არ გადახდის გამო ელ ენერგიის გადამცემი ხაზები ჩამიჭრეს, ყურები კი არ ჩამოვყარე, გავიხსენე ტელევიზიით გასული რეპორტაჟი ქართველი გამომგონებელისა რომელმაც შექმნა წყლის მიკრო გენერატორი (სხვათაშორის მისი ეს პროექტი კანადის სახელმწიფომ იყიდა და წარმატებით დანერგა სოფლის მეურნოების განვითარების საქმეში) რომელიც 1 ოჯახის საკმარის ელ ენერგიას გამოიმუშავებს, შევიძინე ეს გენერატორი დავამონტაჟე საკუთარ სახლში (კერძო სახლი მაქვს) და აგერ უკვე 3 წელია 1 თეთრს არ ვიხდი სახელმწიფოს ელ ენერგიაში და არც გადავუხდი, საკვებსაც ამ ელ ენერგიით ვამზადებ და პირადი ჰიგიენისთვის საჭირო წყალსაც ამ გენერატორის მიერ გამომუშავებული ელ ენერგიით ვაცხელებ, შესაბამისად არც ბუნებრივი აირის გადასახადს ვიხდი, მრიცხველები საერთოდ დავაბლოკინე, ნეტავ გენახათ მათი სახეები სულ ცახცახებდნენ ბრაზით, აი ესე მარტო მე კი არ უნდა მოვიქცე, ყველა უნდა მოიქცეს ესე და ბლოკადა გამოუცხადოს სახელმწიფოს, დამიჯერეთ 1 თვეში ხუხულასავით ჩამოენგრევათ თავზე ეს ქაღალდზე გაწერილი "ეკონომიკა". ისინი ჩვენი მონური შრომითა და არაადამიანური თავდახრილი მდგომარეობით ივსებენ სტომაქებს, ასე რომ თუ ყველა დაიკიდებს სახელმწიფოს და ჩემსავით ერთეულები არ იქნებიან მხოლოდ ამის გამკეთებლები, ის თავად ჩამოიქცევა, ვისაც 90-იანი წლები ახსოვს იმას ემახსოვრება რა დაემართა საქართველოს როდესაც ზვიად გამსახურდიამ რუსეთს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა. 1 კვირაში დაცარიელდა მაღაზიები და 2 საცოდავი ვირთხაღა დარბოდა დახლს ქვემოთ, აი საარსებო წყაროს, რომ დაუკეტავ სახელმწიფოს ისიც იმ მაღაზიის დახლივით დაცარიელდება და მიხვდება მერე ძლიერი ამა ქვეყნისა, ხალხის შრომის ფასსაც და მათი უფლებების ღირსებისა და თავისუფლების დამფასებელიც იქნება, ხოლო მანამდე სანამ ამ წურბელებს საკუთარი სისხლით კვებავთ, არაფერიც არ იქნება და ყოველთვის გამოჩნდებიან ქალბატონ ცირა ყურაშვილის მსგავსი დაჩაგრულები და ღირსებაგათელილები.

Edited by Dakaray
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საოცრად მაოცებს ეს შემართული პოსტები.

უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი უფლებებისთVის. სასამართლო გზით სიარული უნდა ვისწავლოთ. კანონი უნდა კანონობდეს და ა.შ.

გეგონება სადღაც სხვა პლანეტაზე ამცხოვრებელი საუბრობს.

ტიპს 150 მილიონი ნახევარ საათში დაახიეს.

თან ტიპს რომელიც მეტ ნაკლებად დარღვევებით ჩატარებულ არჩევნებშიც კი დედას მოუხნავს ისე მოუგებს არჩევნებს დღევანდელ ხელისუფლებას.

და იმას არ აქვს საშუალება თავი დაიცვას.

საერთოდ რაზეა საუბარი სხვებისთვის?

ის დედამოდღნული საერთაშორისო ორგანიზაციები, "სტრატეგიული პარტნიორები", და ხოუია ი ბოლშე არასამთავრობოები ხმას არ იღებენ ამხელა საოცრებებზე და ვინმე მასწავლებლის ან ჩვენნაირი უბრალო მოკვდავის ბედზე თავს შეიწუხებენ? :))

და მერე მართლა იმ ეუთოს, აშშ-ს და ათასი ფონდისა და არასამთავრობოეის დედა მოვდღან ამ არჩევნებზე რომ იტყვიან სამართლიანად ჩატარდაო.

აი აწი რომ უკვე ხმას არ იღებენ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უამრავი ცირა ყურაშვილია საქართველოში და კიდევ ბევრს გაუშვებენ სამსახურიდან..

ასე იყო და იქნება სანამ ეს ნაც/ ხროვა არ მოშორდება ქვეყანას მმართველობიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Dakaray

წყლის მიკრო გენერატორი

 

შევიძინე ეს გენერატორი დავამონტაჟე საკუთარ სახლში

 

რომელ წყალზე მუშაობს, მდინარის თუ ონკანის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

 

 

რომელ წყალზე მუშაობს, მდინარის თუ ონკანის?

 

ონკანიდან წამოსულ წყალზე არ მიცდია, არხი ჩამოდის სახლთან ახლოს და იქ მაქვს დამონტაჟებული შემდეგ კი სადენებით შემოყვანილი სახლში და ქსელში განაწილებული, თუმცა ვფიქრობ რომ თუ ნორმალური წნევაა ონკანიდან წამოსული წყალიც სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის რომ ამ გენერატორმა იმუშაოს, აჭარის მაღალმთიან ზონებში იქ სადაც ზაფხულობით საქონელს მიერეკებიან ბევრ მესაქონლეს აქვს მსგავსი გენერატორი საკუთარ და საქონლის სადგომებში ელ ენერგიით სარგებლობისათვის დამონტაჟებული, არადა იქ მხოლოდ პატარა ნაკადულები მოდის ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ რაღაც განსაკუთრებული წნევა წყლისა და ა.შ არ არის საჭირო ამ გენერატორის ასამუშავებლად, როგორ ავხსნა აბა? წყლის წისქვილი ვისაც აქვს ნანახი რა პრინციპითაც მუშაობს ის გამიგებს სწორედ მსგავსი მექანიზმია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

 

 

საოცრად მაოცებს ეს შემართული პოსტები.

 

აბა რა გსურთ ვერ გავიგე? სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლა თქვენ არ გაწყობთ, ძალისხმიერი მეთოდებით ხელისუფლების დამხობის ერთი ადგილი არ გაქვთ და რა ვქნათ დავსხდეთ და ფორუმში ავტეხოთ ვაი ვიში?

 

მე ჩემი მეთოდი მაქვს უსისხლო ბრძოლისა და სხვათაშორის ვფიქრობ ძალიან ჭკვიანურიც, უბრალოდ ამას მასიურად ჭირდება განხორციელება სახელად ქვია საყოველთაო დაუმორჩილებლობა, არ უნდა გავიდეს არც ერთი ადამიანი მონურ გროშებზე სამუშაოდ სახელმწიფო სტრუქტურებში, უფრო სოფლის მეურნოებაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, პირადად მე არაფერს ვთხოვ სახელმწიფოს და არც არაფერი მჭირდება მისგან, საკვებსაც ჩემით მოვიპოვებ, სასმელსაც, ელ ენერგიასაც და ყველაფერს რაც მჭირდება, მაღაზიაში მხოლოდ პირადი ჰიგიენის საგნებს ვყიდულობ. რით სუნთქავს სახელმწიფო? ბიუჯეტით. ასე არ არის? ბიუჯეტი რითი ივსება? გადასახადებით. გადასახადებს ვისგან კრეფენ? საწარმოებისაგან, ჰო და როდესაც ყველაფერი შენი გექნება და აღარ შეხვალ მაღაზიაში პომიდვრის, ხორცისა და რძის ნაწარმის საყიდლად, ის მაღაზია დაიკეტება, შესაბამისად დაიხურება საწარმო და შესაბამისად ბიუჯეტი მიიღებს სამში გრძელს, რაც იმას ნიშნავს რომ ხალხისაგან წურბელასავით ამოწოვილი თანხით ვეღარ ჩააცმევს და შეაიარაღებს ზონდერებს ისევ საკუთარი ხალხის სარტყმელად, დაიწევს ხელფასები საერთოდ განადგურდებიან, უბრალოდ მარტივი რაღაცის ქნაა საჭირო უკლებლივ ყველა მოიქცეს ისე როგორც მე ვიქცევი და მაქსიმუმ 3 თვეში გამოხრულ ძვალს დაემსგავსება სახელმწიფოს ბიუჯეტი და ხელთ საყოველთაო ქაოსს მიიღებენ. სახელმწიფო ხალხით სუნთქავს საკმარისია ხალხმა დაკეტოს ეს სადინარი დაიხრჩვება სახელმწიფო, მაგრამ ეს სადინარი რო დაკეტო ჯერ უნდა შექმნა საკუთარი დოვლათი, აბა ეხლა ვაკეში გაზრდილსა და ბარნოვზე გაბლატავებულს რომ უთხრა გურიაში ჩამოდი და მესაქონლეობას ან სოფლის მეურნოვებას მიყავი ხელიო იზავს? არ იზავს. ქალაქში საარსებოდ კი იძულებული ხარ ისევ ამ მტარვალებს შეეკრა და მონურ გროშებზე იმუშაო, მეტროს მემანქანედ ან ყვითელი სამარშრუტო ტაქსის მძღოლად ან მანდატურად ან პატრულად და ა.შ ან მცირე მეწარმეობა დაიწყო, აი ამ ყველაფრით სახელმწიფოს კვებავ, ისიც ძროხა სადამდეც იწველება მანამდე წველის ამ ძროხას (ანუ ხალხს) და თავზე აჯდება, ტრანსპორტის ფასი ხო გახადეს 80 თეთრი? საწვავის ფასი ხომ გააორმაგეს? კომუნალურები ხომ გაასამმაგეს? რატო არ გააათმაგეს და რატო არ გააოცმაგეს მე ამას ვჩივი მხოლოდ რომ იქნებ მაშინ მაინც მოსულიყო ხალხი ჭკუაზე. იტან ბიძიკო და სომხური ანდაზა ხომ იცი მანამდე შეყავთ სანამდეც იტან.

 

ლანჩხუთში ძალიან ბევრი ოჯახი მოიქცა ჩემს მსგავსად და აღარც ისინი იხდიან კომუნალურებს, გამგებელი საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავდა სიმწრით, ეხლა ახალი იდეა მაქვს, მოწეული მოსავალი რაც არის იმას მე პირადად ბაზარზე არ გამაქვს და არ ვაბარებ, პირადი საჭიროებისამებრ ვიხმარებ და ზედმეტი რაც მრჩება საქართველოს ბაზარზე არ გავყიდი სულ რომ თავდაყირა დაეცნენ ჩემს მოსავალს საქართველოს ბაზარზე არ შევიტან, აი ამაშიც თუ მომბაძავს ბევრი მაშინ ბაზარიც დაცარიელდება და სუპერმარკეტები რო წამოჭიმეს იმათგან ცარიელი კედლები დარჩება მხოლოდ ბრჭყვიალა გაფორმებით, მოჭარბებული რაც მექნება ან თურქეთში გავყიდი ან უკრაინაში აქ არ გავყიდი. აი ესე საქონელიც მყავს და რძის პროდუქტსაც ვამზადებ, სულ გადავყრი და ბაზარზე არ შევიტან ჩემს მონაპოვარს, არაფერში მჭირდება ამათ აყროლებული ფული იმიტომ რომ ის ფული რაშიც უნდა დავხარჯო უკვე მაქვს.

Edited by Dakaray
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Dakaray

ბევრ მესაქონლეს აქვს მსგავსი გენერატორი

 

თუ შესაძლებელია იქნებ ლინკი დადო მაგ გენერატორის, ძალიან დამაინტერესა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

 

 

თუ შესაძლებელია იქნებ ლინკი დადო მაგ გენერატორის, ძალიან დამაინტერესა.

 

თუ მოვიძიე აუცილებლად დავდებ, ცნობისათვის კი გეტყვით რომ აღნიშნული პროექტი ამ სამიოდე წლის წინ სატელევიზიო გადაცემაში წარადგინა ავტორმა, ალბათ გემახსოვრებათ ბიზნესმენები რომ უფინანსებდნენ მოქალაქეებს იდეებს, აი მაშინ არ დააფინანსეს ეს პროექტი, ვის რაში აწყობდა? მერე როგორღა გაღლეტდნენ ხალხს გაბერილი კომუნალური გადასახადებით, ჰო და ადგა ავტორი და პროექტი კანადის სახელმწიფოს მიყიდა, დღეს კანადელები სარგებლობენ ქართველი გამომგონებლის მიერ დამზადებული მიკრო გენერატორით, ქართველები კი "შოჩიკებზე" ლოცულობენ რომ სასწაულებრივად მაინც შენელდეს მათი ბზრიალი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ მოვიძიე აუცილებლად დავდებ

სად შეიძლება შეძენა, რამდენ კილოვატ საათს გამოიმუსავებს,და რა ღირს? ეს მაინც რო გვითხრა შეგიძლია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...