Jump to content
Planeta.Ge

ერთი ბრძოლის "მეთოდი", ანუ 20 წელი წრეზე სიარულის ქართული "გმირული" სტრატეგია.


Recommended Posts

ყოველ ბრძოლას აქვს თავისი უნიკალური პირობები დრო და მოცემულობა: "შეუძლებელია ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა"-ამბობს ძველი აღმოსავლური სიბრძნე. მაგრამ გამოჩნდა ერი რომელსაც მიუფურთხებია ყველაფერ ზემოთქმულზე. დავიწყებ თავიდან 1989 წლის 5-9აპრილის მოვლენები როდესაც საქართველომ(უფრო სწორედ მისმა აქტიურმა ნაწილმა: 10 000-დე ქართველმა) დაუმორჩილებლობის ერთგვარი ფორმით გამოიწვია ჯაჭვი მოვლენებიას რომელიც(მიხედავად ქართული საზოგადოების მთავარი "არისტოკრატიის" დამოუკიდებლობის იდეის არ მიღებისა(იმ დღეებში აქტიურად მოძღვრავდნენ "ფიცხ ახალგაზრდობას" ერის უცვლელი რუსეთუმე "მამები" ბერძენიშვილი(ის საოკუპაციო ჯარების ლოდი რომ აუფეთქეს ქუთაისში) გიგა ლორთქიფანიძე(რომელიც იმ დღეებში გაღიზიანებული იყო ქაქუცას სურათის გამოტანით ტელევიზიით ყვიროდა ეს ბანდიტი და ყაჩაღი როგორ შეიძლება მაგალითი იყოსო) (გოგი ქავთარაძე} და სხვა მაშინდელი "ერის მომავლით" შეშფოთებული მომრგებელი წითელი ინწილიგენცია რომელიც ხან კიტოვან-სიგუას აპოლოგეტები ხდებოდნენ "გამსხურდიას ფაშისტური რეჟიმის" წინააღმდეგ აჯანყების დღეებში, ხან ბურჯანაძეს "ღრმად შეფიცულების" გვერდით ატუზულნი "ბელა ჩაოს" ბღაოდნენ, ხან კი მუშტისხელა ნერწყვით ფილარმონიას მივარდნილნი აქაოდა დიდმა რუსმა სოვდაგარმა ბორიამ რაღაც კარგი დაგვპირდაო). დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა..... ამ დღის შემდეგ ბრძოლის ეს მეთოდი ქართულ პოლიტიზირებულ კლანებში (რომლებიც რესპექტაბელურობის შეძენის სურვილით თავს პარტიებს ეძახიან). ჩაითვალა ერთადერთ ეფექტურ და სამართლიან ბრძოლის ფორმად. მოკლედ მოცემულობა არ მეორდება ჰორიზონტზე არ ჩანს როდიონოვის ჯარისკაცები და ძერჟინსკის დივიზია რომელიც მართლა არბევდა მომიტინგეებს(რომლებიც უმთავრესად სტუდენტები და პატრიოტი თბილისელები იყვნენ და ყველაფერს უფულოდ და ენთუზიაზმით აკეთებდნენ 1989 წელს). და 20 წელი ხან ვინ ხან ვინ ცდილობს გაიმეოროს იგივე ქმედებები და გამოიწვიოს ერის კონსოლიდაცია რაც მათი აზრით გამარჯვებამდე მიიყვანს.....საქმე იმაშია რომ 89 წელს იყო რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება რომლის ავანგარდში დისიდენტები კოსტავა, გამსახურდია, ჭანტურია და სხვები სტუდენტებთან ერთად წინა რიგებში იდგნენ....ამ მოცემულობას ვერასოდეს ვერ გაიმეორებს გრეჩიხების დავითაშვილების დზიდზიგურების, ხიდაშელების, ბურჯანაძეების ბოევიკები რომელთა მიზანია როგორმე მოახდინონ პოლიციასთან შეტაკება და შემდეგ თუ სამოქალაქო ომი არა რაიმე მსხვილი დივიდენდები ჩაიწერონ ან რუსებთან ან მემარცხენე ევროპელებთან.....ეს შეუძლებელია იმიტომ რომ შეუძლებელია....რუსი ჯარისკაცების მიერ დახოცილი ქართველების ამაგთან ვერასოდეს ახლოს ვერ მივა 2007 წელში გალახული დავითაშვილ-გრეჩიხას მომხრეები ან ბურჯანაძეს დაგრილებული კომბლეები 25მაისის ღამით. რაც არ უნდა იყვირონ არიქა "დაგვარბიესო"(მე ეს ტერმინი ოკუპანტი ძალის მხრიდან ქართველებზე ძალადობის შემაფასებელ სიტყვად მიმაჩნია 1989წლის მოვლენების შეფასებისას) ....იმ თანაგრძნობას ვერ მიიღებს მშირი კობას გრეჩიხას ნინოს და თუნდაც ბიძინას მრევლი(რომელიც ფულით და თეატრალური განცხადებებით ცდილობს ტანჯული პოლიტიკოსის იმიჯი იყიდოს. ცოტა სასაცილოა მილიარდების პატრონი საფrანგეთის და ღრუსეთის მოქალაქე დევნილი და შევიწროვებულია უფლებებში იყიდოს საქართველო იაფად, თავისუფლების რუსეთთან უფასოდ დათმობის საფასურად). განსაკუთრებით 2004 წლიდან გააქტიურდა ეს მეთოდი ხალხის გამოყვანა ფანტასტიკური დაპირებებით(ყოველ მეგაპოლისში შეიძლება 30-50 ათასი სხვადასხვა სოც ჯგუფების გამოყვანა დემაგოგიით და ახლა უკვე "ოცნების ასრულების" დაპირებით) შემდეგ სიტუაციის ისტერიულ ფაზამდე მიყვანა ოცნებით ეგება ვინმემ გაგვლახოსო(მათ ენაზე რეჟიმმა დაგვარბიოსო). ეს ყველაფერი დიდი ხანია გაცდა აბსურდის ყოველგვარ ფორმას.....8 წელი ეს ჯგუფები წრეზე დადიან და ერთსა და იმავეს იმეორებენ "ეგება გაგვლახონო" მერე "აი ხომ ვიძახდით რეჟიმი სასტიკად ახშობს ადამიანის ელემენტარულ უფლებებსო " და 24 საათი ითხოვენ სიტყვის თავისუფლებას 3 ტელეარხით და უმრავლესი გაზეთებით......ეს ყველაფერი იმიტომ ხდება რომ ოპოზიცას არ აქვს ინტელექტუალური უპირატესობა არცერთ საკითხში(საერთოდ არანაირი წინადადება არ აქვთ ქვეყნის მართვის საკითხში) გარდა "ეს ასე არ უნდა იყოს" ან "ეს დაღუპავს საქართველოს". ამიტომ ცდილობს ძალადობის პროვოცირებით მორალური უპირატესობის მოპოვებას(ინტელექტუალური უპირატესობის მოპოვების უნარი და მცდელობაც კი ამ პოლიტიკურ კლანებს არ ახასიათებს). ასეა საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური კლასი მოქმედებს და ცხოვრობს ბრძოლის ერთი მეთოდით და ერთი დავიზით "ვინც გალახულია ის გამარჯვებულია"......ამდენი საუბარი "მორალურ უპირატესობაზე" მახსენებს ერთ ამბავს როდესაც ცნობილ ინდოელს კითხეს რატომაა ინდოეთი ამდენი სულიერი მასწავლებლის ქვეყანა და რატომაა რომ ინდოელები ასე ბევრს საუბრობენ სულიერებაზე მორალზე...---ინდოელმა გულრწფელად უპასუხა "ინდოეთი ღარიბი ქვეყანაა, აქ მაინცდამაინც ვერ იტრბახებ ჯანდაცვით ცხოვრების დონით ან რაიმე ხელშესახებ მატერიალურ კეთილდღეობით ამიტომ ეს ხალხი სულიერებაზე საუბრობს რომლის ჩვენებაც შეუძლებელია"-ო. საქართველოს ოპოზიციაც 20 წელია მორალურ უპირატესობის მოსაპოვებლად იბრძვის რამეთუ კონკრეტულად ამ კლასს თავისი დანიშნული გონებით ინტელექტუალური უპირატესობის მოპოვება არ შეუძლია. აქედან მუდმივი ჩივილი უფლებების დარღვევაზე, "გაყალბებულ არჩევნებზე" სიტყვის თავისუფლების დარღვევებზე 24საათიანი ტელეტრანსლიაციით....წრეზე სიარული გაგრძელდება ვიდრე საქართველოს არ ეყოლება ხელისუფლებაზე ინტელექტუალურად აღმატებული ოპოზიცია!!!! Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...