lasha_alo Posted June 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2012 ერთი გამოწერონ , სადაც მთლიანად დაუთვლიან თანხებს ბიძინას, კალაძეს და ოპოამომრჩევლებსაც და დასრუკლდეს ეს მოგელკრატია.შემიფურთხებია იმ საზოგადოებისათვის, სადაც ეს საზიზღრობებები ხდება.მიშისტებთან კამათი კი უაზრობაა. რაზე ვესაუბრო? უნდათ სიბნელე და ბასტა. http://www.presage.tv/?m=politics&AID=13185ქართული ოცნების“ წინააღმდეგ შეტევა გრძელდება. კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი სამართალდარღვევის სუბიექტად სცნო და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური აწარმოებდა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ კომპანიების "ბურჯის", "ელიტა ბურჯის" და "გლობალ კონსალტინგ გრუპის" ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხის შესწავლას. საქმე ეხება ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგების და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანებით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებს. „მონიტორინგის პროცესში მოპოვებული იქნა მტკიცებულებები (დოკუმენტური, ანალიტიკური, მოქალაქეთა გამოკითხვები და ა.შ.), რომლებიც ადასტურებენ პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის, ზემოაღნიშნული კომპანიების მომსახურების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტებს, რაც განაპირობებს პოლიტიკური სუბიექტის მიერ კანონით აკრძალული ფინანსური უპირატესობის მიღებას და რაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემადგენლობას ქმნის“, - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სამართალდარღვევის სუბიექტად განისაზღვრა გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიერ, მისი კუთვნილი კომპანიების მეშვეობით ხორციელდებოდა პოლიტიკური და საარჩევნო მოტივაციით, კანონსაწინააღმდეგო სქემების დაფინანსება კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით. „საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმები და მასალები საქმის შემდგომი განხილვის მიზნით გაეგზავნა სასამართლოს", - ნათქვამია განცხადებაში. ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი იურისტი და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ კონტროლის პალატის ეს განცხადება არის არა იურიდიულ საფუძვლებზე დამყარებული, არამედ მთლიანად პოლიტიკურია. აქვე კბილაშვილის განმარტავს, რომ თუკი ზემოთხსენებული კომპანიები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ რაიმე მომსახურებას შეღავათიან ფასად ახორციელებდნენ, ეს რომც იყოს სიმართლე, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სამართალდამრღვევს, ანუ ამ სამ საწარმოს და კოალიციაში შემავალ იმ სუბიექტებს, ვინც ასეთი კანონდარღვევით სარგებლობდა. „მიაქციეთ ყურადღება, კონტროლის პალატის ამ განცხადებაში როგორ ხდება გადასვლა ბიძინა ივანიშვილზე. იქ ნათქვამია, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით გამოიკვეთა ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ეს ადგილია კონტროლის პალატის განცხადებაში ყველაზე საინტერესო. წესით ეს უნდა იყოს იურიდიული განცხადება, რადგან კონტროლის პალატას არ აქვს უფლება, პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. თუკი ეს იურიდიული განცხადებაა, მაშინ ყველაზე მეტად სწორედ ის გვაინტერესებს, როგორ შემოიყვანეს ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილი. კონტროლის პალატამ მისი სახით X ცვლადი შემოიყვანა და სწორედ ამიტომ ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, რომ მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ვალდებულია იურიდიულ განცხადებას აკეთებდეს, აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი presage.tv-სთან საუბარში. აქვე იგი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ რაიმე მომსახურება შეღავათიან ფასად ხორციელდებოდა. კბილაშვილი ამბობს, რომ ყველა მომსახურება, რაც კოალიციას ავტომანქანებთან დაკავშირებით გაეწია, განხორციელდა ხელშეკრულების საფუძველზე, საბაზრო ფასის შესაბამისად, სათანადო ფინანსური დოკუმენტაციის თანხლებით და კანონის მოთხოვნებს ყველანაირად აკმაყოფილებს. რაც შეეხება „გლობალ TV“-ს ანტენებს, არჩილ კბილაშვილი ამბობს, რომ კონტროლის პალატის ამაზე აპელირება საერთოდ ყოველგვარ ნიადაგს მოკლებულია, რადგან ეს არის ჩვეულებრივი კომერციული პროექტი, რომელიც მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების განვადებით დაყენებას ითვალისწინებს და აქ „ქართული ოცნების“ სასარგებლო შეღავათებზე საუბარი საერთოდ აბსურდია. „კოალიცია ამ სატელიტურ ანტენებთან საერთოდ არანაირ კავშირში არ არის და კონტროლის პალატის განცხადებაში ამ თემის შემოტანა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს არის პოლიტიკური და არა იურიდიული განცხადება. არანაირი იურიდიული კავშირი ანტენებსა და კოალიციის ინტერესებს შორის არ არსებობს“, - ამბობს იურისტი. ფაქტია, რომ სამართალდარღვევის ოქმი შედგა და სასამართლოში გაიგზავნა. ამდენად, „ქართულ ოცნებაში“ აღიარებენ თუ არა ამ ბრალდებებს, რასაც მათ კონტროლის პალატა უყენებს, საქმეს შემდგომი მსვლელობა მაინც მიეცემა. სავარაუდოდ, ეს ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება იქნება და სავარაუდო თანხის განსაზღვრაც რთული არ არის. კერძოდ, კონტროლის პალატის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება ზემოთხსენებული კომპანიების მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ერთი მილიონი ლარის გაღებას. ამდენად, ვინაიდან კანონით განსაზღვრულია, რომ ასეთ შემთხვევებში ხდება სუბიექტის დაჯარიმება უკანონო შემოსავლის ხუთმაგი ოდენობით, მას შემდეგ რაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, (ადრე იყო ათმაგი ოდენობა) რთული მისახვედრი არ არის, რომ ივანიშვილს კონტროლის პალატა 5 მილიონი ლარით დაჯარიმებას უპირებს. „კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევად მიიჩნია, რატომ ჩათვალა ასე, ეს გაუგებარია და ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ახლა სასამართლოს უფლება აქვს, ან დაადასტუროს ან უარყოს კონტროლის პალატის ეს მოსაზრება, მაგრამ რა თქმა უნდა, სასამართლო ამას დაადასტურებს, რადგან იგი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობს. ამდენად, შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ სასამართლო ბიძინა ივანიშვილს დააჯარიმებს და ეს იქნება ამ პატარა ამოცანის ამოხსნა. ალბათ აქაც გარკვეული კონტექსტის წაკითხვა შეიძლება. კერძოდ, ალბათ თვლიან, რომ 27 მაისის მაღალმა ტალღამ დაიწია და კონტრიერიშისათვის სათანადო დროა. ეს არის ის, რაც პირველი მაფიქრდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ამ ნაბიჯს საზოგადოებაში კიდევ უფრო უარყოფითი რეზონანსი ექნება“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2012 რა ქნეს, მიარჭეს კიდე 75 მილიონი? ადრე თავისი ნებით აფინანსებდა ნაცებს. ახლა ჯარიმების სახით აფინანსებს. გეუბნებით, მოგზავნილია მეთქი ეგ კაცო ხიდაშელს და დავითაშვილებს 3 მილიონი მისცა, ნაცებს კი ალბათ 200 მილიონს მისცემს. მერე იტყვის, რა ვქნა აბა, უნამუსოები ყოფილანო და წავა (იმიტომ არ უნდოდა საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლა, ეგ ყველაფერი შარშან 7 ოქტომბერს უკვე განხილული იყო ამერიკა–ნაცებს და ბიძინას შორის. ასე ჯარიმებით მივლენ არჩევნებზე, 20–25 პროცენტს დაუწერენ ოცნებას, ამერიკა გააპრავებს ყველაფერს, ნაცებს და ქდმ–ს ერთად კი კვლავ ექნებათ კონსტიტუციური უმრავლესობა. ასეა ჩაფიქრებული. არ გჯერათ რომ ბურჯანაძესი შეეშინდათ ამერიკას და იმიტომ შემოაგდეს ბიძინა. არ გჯერათ და ნუ გჯერათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted June 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2012 http://www.picz.ge/img/s4/1206/8/1/1051a69db200.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2012 DonCaredo არ გჯერათ რომ ბურჯანაძესი შეეშინდათ ამერიკას და იმიტომ შემოაგდეს ბიძინა. არ გჯერათ და ნუ გჯერათ შალვა თავის თავზე იბრალებს, მე მებრძვიანო. ორშაბათს მეტეხთან ვიტყვიო, ვნახოთ და შევაჯეროთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted June 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2012 (edited) ხო შალიკო პირველის და ბურჯანაძის კომბლეების სახელით ვესპოინტის კურსანტებსაც კი აშინებენ: "თუ ცუდად ისწავლით მოვა ბაბაიკა ნინო და მის ბურატინო კომბლეები"-ო Edited June 8, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lipu Posted June 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2012 ვიძახი რაა დააჯარიმონ პირდაპირ 6.5 მილიარდით და მოისვენებს ორივე მხარე დაიტანჯა ეს მოგელაძეც, ცოდოა :dash2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted June 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2012 http://www.youtube.com/watch?v=sy-VPwGBM7c&list=UUvI6ZagLCMhZ66CL8vlSdcw&index=1&feature=plcp Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted June 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2012 ხო ნუ რაღაც იდიოტური სიტუაციაა რა.დალოცვილი მაშინ გამოდი და თქვი.არჩევნები აღარ იქნება. მორჩა.რას გვტანჯავს ან ჩვენ ან სხვას?კომუნისტების დროს ხომ იცოდა ხალხმა რომ არ შეიცვლებოდა რეჟIმი, არც არავინ ფაფხურობდა და ყველა ცდიულობდა სისტემის შიგნით ემოქმედა.აქაც ასეა რა. მაშIნ ვთქვათ რა პირდაპირ რომ სხვა პონტი არაა. ხელისუფლების არჩევნებით შესვლა გამორიცხეთ ჯიგრებო. და მერე დავიწყებთ სისტემის შიგინთ შეღწევით ჩალიჩს.თორემ არასამართლიანია რა. თან გვეუბნებიან არჩევნებიო, დემოკრატიაო და თან თავზე გვაჯვავენ,აბიდნა ნუ. urfinjusშენც არ ცოდვილობდე რა... :D :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted June 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2012 :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted June 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2012 ეს ურფინჯუსი რაღაც ფოტოშოპში გავარჯიშდა.მერიამ რომ ბუკლეტები დაარიგა,სადაც მიშასთან შეხვედრისას ფოტოშოპით გამრავლებული ხალხის სურათი იყო გამოქვეყნებული, მაგის გაკეთებული ხომ არ იყო.ძალიან დებილობა იყო და იმიტომ ვამბობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted June 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2012 ვახ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted June 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2012 T_A_T ე კარგი იყო :D :D :D :D :D :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted June 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2012 http://www.picz.ge/img/s2/1206/9/5/5bc93886d577.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted June 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2012 http://image.geotorrents.com/images/08936187313930340506.png Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted June 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2012 ძუკუ ) გაიწაფა უკვე ხო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.