planetanews Posted June 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2012 http://rustavi2.com/news_photos/06_12/60973.jpg ”ქართული ოცნების” წარმომადგენლების კამპანიაზე ქუთაისში, სადაც მოსახლეობას არჩევნებამდე 1000 ლარამდე ღირებულების ოცნებების ასრულებას ჰპირდებოდნენ, გამოძიება დაიწყო. განცხადებაში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, ნათქვამია: "2012 წლის 5 ივნისს, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში პოლიტიკური პარტია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მხრიდან ამომრჩეველთათვის საარჩევნო ფლაერებზე დართული მნიშვნელოვანი მატერიალური ფასეულობების გადაცემის დაპირების შემცველი ბლანკების დარიგების შესახებ. ვინაიდან აღნიშნული ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ფაქტების შესწავლის მიზნით გამოძიება დაწყებულია იმერეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გამოძიებას ზედამხედველობას უწევს პროკურატურა. საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური საქმიანობის უფლება. გამოძიების მიზანია დანაშაულებრივი ჩარევისაგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვა და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფა."პროკურატურამ მოკვლევა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განაცხადის საფუძველზე დაიწყო, რომელშიც ნათქვამია: "2012 წლის 5 ივნისს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნება” წინასაარჩევნო ღონისძიების ფარგლებში ურიგებდა მოქალაქეებს ბუკლეტებს, რა დროსაც ამომრჩევლებს მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ, მათი თხოვნის დაფიქსირებას სთავაზობდნენ და მათ მატერიალიზებას ჰპირდებოდნენ. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიიჩნევს, რომ აშკარაა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე / პირველი მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ნიშნები, რაც გამოიხატება საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირებაში. ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას - დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს და მოახდინოს მასზე რეაგირება". View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts