planetanews Posted June 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg შეერთებული შტატები არ აპირებს რუსეთს საქართველოსთან მიმართებით პოზიცია დაუთმოს. ეს განცხადება უკვე სახელმწიფო მდივნის პრესმდივანმა მარკ ტონერმა რუსული საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ რჩება რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ყველაზე მტკივნეულ და შეუთანხმებელ საკითხად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები კვლავ აკეთებენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ხმამაღალ განცხადებებს და სიტყვა-სიტყვით იმეორებენ მისი პროპაგანდის ცრუ თეზისებს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts